სხეულის წონის სტაბილიზებით მეხსიერებაც უმჯობესდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხეულის წონის სტაბილიზებით მეხსიერებაც უმჯობესდება

ახალი მეცნიერული კვლევა წინამორბედის გაგრძელება აღმოჩნდა. ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა მიზნად დაისახეს გაერკვიათ, შეიძლება კი სხეულის მასის ნორმაში მოყვანის შემდეგ აღდგეს მეხსიერება. ახალ კვლევაში 60-წლამდე ასაკის 20 ქალი მონაწილეობდა (ყველა მათგანს სხეულის მასის მაღალი ინდექსი აღენიშნებოდა). ექსპერიმენტში მონაწილე ქალებს ნახევარი წლის განმავლობაში დიეტა უნდა დაეცვათ. 9 მათგანი კეივმენის დიეტას იცავდა, 11 ქალი კი - სკანდინავიურს. კვლევის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მოხალისეებთან განისაზღვრა როგორც სხეულის მასის ინდექსი, ასევე ცხიმოვანი ქსოვილის სიმკვრივის დონე. ცალკეული ტესტებით აქტიურად მოწმდებოდა ეპიზოდური მეხსიერების დონეც, ხოლო ტვინის აქტივობის შესაფასებლად მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ტარდებოდა.

ექსპერიმენტის შედეგებით გაირკვა, რომ სხეულის მასა მონაწილეებთან შემცირდა და ამის კვალად დამახსოვრების პროცესიც რამდენადმე გაუმჯობესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლებით ქალებს შეუძლიათ ტვინის ფუნქცია საგრძნობლად გაიუმჯობესონ.

საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, წინ კიდევ ბევრი კვლევაა - აცხადებენ სპეციალისტები, თუმცა, ერთი ცხადია, რომ სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების მსგავსად, თავის ტვინის ფუნქციებსაც ვნებს!

თინათინ გოცაძე