რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მწვანე ჩაი

ჩაის სამშობლოდ აღიარებულ ჩინეთში ჩაი ღვთაებრივ სასმელად ითვლება. 1825 წლამდე ეგონათ, რომ მისი სამშობლო ჩინეთი იყო. შემდგომ გამოკვლევებით დადგინდა, რომ ინდოეთის მთიან ჯუნგლებში, ბირმაში, ვიეტნამში, ლაოსში, ტიბეტსა და ჰიმალაიშიც უძველეს წარსულში  იზრდებოდა ჩაის ბუჩქები. საქართველოში კი ჩაი არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემოუტანიათ, სამრეწველო კულტურად ის საბჭოთა პერიოდში იქცა. ქართული ჩაი არა მარტო სასიამოვნო სასმელია, არამედ ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოც. მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჩაის უამრავი სამკურნალო თვისება აქვს.

მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის მომატებული წნევა, მწვავე ნეფრიტი. ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30 პროცენტი), ეთეროვან ზეთებს (0,02 პროცენტი), ცილოვან ნივთიერებებს (16-25 პროცენტი), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი C და P ვიტამინებით. ჩაის კალორიულობა 25-ჯერ მეტია ხორბლის პურთან შედარებით. როგორც გამოკვლე-ვებმა ცხადყო, ჩაი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას - თეოტანინს, რომელსაც უნარი აქვს შეზღუდოს და მოსპოს არა მარტო ლპობის გამომწვევი ბაქტერიები, არამედ სპეციფიკური მიკრობებიც, როგორიც არის დიზენტერიის, ტიფის, პარატიფის ჩხირები, ყვითელი და ოქროსფერი სტრეპტოკოკი. ამ მხრივ საინტერესოა მეცნიერისა და ექიმის ს. ბერდიევას შრომა, რომელმაც გამოიკვლია 14 ხარისხის ჩაი და დაადგინა, რომ მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ ავლენს ბაქტერიციდულ თვისებებს. ამ მკვლევარმა დაკვირვება მოახდინა დიზენტერიითა და მუცლის ტიფით დაავადებულ ავადმყოფებზე და დაასკვნა, რომ დიზენტე-რიის მძიმე შემთხვევების დროს მწვანე ჩაის საშუალებით დიზენტერიის ჩხირები ქრებოდა მკურნალობის უკვე მეორე-მესამე დღეს, სრული გაჯანსაღება კი ხდებოდა 5-10 დღის შემდეგ, მაშინ როდესაც ჩვეულე-ბრივი მკურნალობის დროს ამისთვის მინიმუმ რამდენიმე კვირაა საჭირო. იმავე ავადმყოფების გამო-კვლევამ ექვსი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი არ იყვნენ ბაცილამატარებლები და არც ერთ მათგანს არ განმეორებია ავადმყოფობა. მწვანე ჩაი აფერხებს კიბოს განვითარებასაც. შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე სისხლში. მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით. აღნიშნულის წყალობით იგი არეგულირებს წნევას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. აღსანიშნავია იაპონელი მეცნიერების აღმოჩენები ჩაისთან დაკავშირებით. მათ დაადასტურეს, რომ ჩაი ძალზე ეფექტური საშუალებაა სტრონციუმ 90-ით ორგანიზმის მოწამვლისას. ეს მავნე იზოტოპი დიდი რაოდენობით არის რადიაქტიურ ნალექებში, შედის ადამიანის ორგანიზმში არა მარტო რადიაქტიური ჰაერიდან, არამედ რძის პროდუქტებითა და ბოსტნეულით სარგებლობის დროსაც, იგი იწვევს ისეთ ავთვისებიან დაავადებას, როგორიც არის ლეიკემია (სისხლის გათეთრება). ასეთი კატეგორიის ავადმყოფებში, მწვანე ჩაის მიღების შედეგად, აღნიშნული იზოტოპის უდიდესი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან, რაც დაადასტურა ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა. მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის სისხლძარღვებზე და განსაკუ-თრებით კაპილარებზე. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს სისხლმბად ორგანოებზე და არეგული-რებს სისხლის წნევას. ამავდროულად მწვანე ჩაი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა. ასე რომ, ხშირად უნდა მივირთვათ ეს მაცოცხლებელი და მატონიზებელი სასმელი. რაც შეეხება კოფეინს, მას მწვანე ჩაი მინიმალური რაოდენობით შეიცავს. მკითხველი გვეკითხება, რომელი პროდუქტები შეიცავს კოფეინს. კოფეინს შეიცავს ყავა, კაკაო, შოკოლადი, კაკაოსა და შოკოლადის შემცველი პროდუქტები. ჩაის

You must have Flash Player installed in order to see this player.
შემადგენლობაში შედის ჩაის კოფეინი ანუ თეინი, რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომი-სუნარიანობას და აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციას. თეინი არ გროვდება ორგანიზმში, ამიტომ ჩაის არა აქვს გვერდითი მოვლენები. ამას გარდა, ჩაი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანი და ხანდაზმული ადამიანებისთვის. რაც შეეხება კოფეინს ზოგადად, ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, გამოაქვს შხამები, ხსნის ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, ამაგრებს გულს. ჩაი არის ანტიმჟანგავი სასმელების ლიდერი. თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად ჩაი სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვაშლის წვენი. 2 ფინჯანი ჩაი=1 ჭიქა წითელ ღვინოს=7 ჭიქა ფორთოხლის წვენს=20 ჭიქა ვაშლის წვენს. სასარგებლოა მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი. აღმოსავლეთში ამბობენ: "ახალი ჩაი ბალზამის მსგავსია, ღამენათევი - გველის შხამისა".

 

 

 

თარიღი : 28-04-2015
თაკო
მწვანე ჩაი არაა კალორიუილი!!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
სპეციალისტები გვირჩევენ, სეზონზე რეგულარულად მივირთვათ ნესვი, ის ეფექტურად ებრძვის ქერტლს.
ტკბილი ნესვი გაჯერებულია ბეტა-კაროტინითა და A ვიტამინით, რომლებიც არეგულირებენ თავზე კანის უჯრედთა განახლებას, ცხიმის სეკრეციას კანის ზედაპირულ შრეებში, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქალის ჭარბი წონა ორსულობისას ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც არ ურჩევენ მეან-გინეკოლოგები ორსულებს გადაძღომას, ხოლო ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი მთელი ორსულობის პერიოდში მეტად მნიშვნელოვანია.
ორი ჩაის კოვზი მარილი საშიშ მოცულობად შეიძლება ვერ აღვიქვათ, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია გულისთვის ზიანის მისაყენებლად. 3,73 გრამი მარილის მოხმარება (ეს არის ორი სუფრის კოვზი მარილის ეკვივალენტი) იწვევს გულის საკნების გაფართოებას.
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.