მწვანე ჩაი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაი

შემდგომ გამოკვლევებით დადგინდა, რომ ინდოეთის მთიან ჯუნგლებში, ბირმაში, ვიეტნამში, ლაოსში, ტიბეტსა და ჰიმალაიშიც უძველეს წარსულში იზრდებოდა ჩაის ბუჩქები. საქართველოში კი ჩაი არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემოუტანიათ, სამრეწველო კულტურად ის საბჭოთა პერიოდში იქცა. ქართული ჩაქართული ჩაი არა მარტო სასიამოვნო სასმელია, არამედ ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოც.

  • მწვანე ჩაის სამკურნალო თვისებები

მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჩაის უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის მომატებული წნევა, მწვავე ნეფრიტი.

ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30 პროცენტი), ეთეროვან ზეთებს (0,02 პროცენტი), ცილოვან ნივთიერებებს (16-25 პროცენტი), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი C და P ვიტამინებით. ჩაის კალორიულობა 25-ჯერ მეტია ხორბლის პურთან შედარებით.

  • თეოტანინი

როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ჩაი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას - თეოტანინს, რომელსაც უნარი აქვს შეზღუდოს და მოსპოს არა მარტო ლპობის გამომწვევი ბაქტერიები, არამედ სპეციფიკური მიკრობებიც, როგორიც არის დიზენტერიის, ტიფის, პარატიფის ჩხირები, ყვითელი და ოქროსფერი სტრეპტოკოკი.

ამ მხრივ საინტერესოა მეცნიერისა და ექიმის ს. ბერდიევას შრომა, რომელმაც გამოიკვლია 14 ხარისხის ჩაი და დაადგინა, რომ მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ ავლენს ბაქტერიციდულ თვისებებს.

ამ მკვლევარმა დაკვირვება მოახდინა დიზენტერიითა და მუცლის ტიფით დაავადებულ ავადმყოფებზე და დაასკვნა, რომ დიზენტერიის მძიმე შემთხვევების დროს მწვანე ჩაის საშუალებით დიზენტერიის ჩხირები ქრებოდა მკურნალობის უკვე მეორე-მესამე დღეს, სრული გაჯანსაღება კი ხდებოდა 5-10 დღის შემდეგ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობის დროს ამისთვის მინიმუმ რამდენიმე კვირაა საჭირო. იმავე ავადმყოფების გამოკვლევამ ექვსი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი არ იყვნენ ბაცილამატარებლები და არც ერთ მათგანს არ განმეორებია ავადმყოფობა.

  • მწვანე ჩაი, კიბო და გული და სისხლძარღვები

მწვანე ჩაი აფერხებს კიბოს განვითარებასაც. შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე სისხლში.

მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით. აღნიშნულის წყალობით იგი არეგულირებს წნევას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის სისხლძარღვებზე და განსაკუთრებით კაპილარებზე. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს სისხლმბად ორგანოებზე და არეგულირებს სისხლის წნევას. ამავდროულად მწვანე ჩაი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა. ასე რომ, ხშირად უნდა მივირთვათ ეს მაცოცხლებელი და მატონიზებელი სასმელი.

ამას გარდა, ჩაი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანი და ხანდაზმული ადამიანებისთვის.

  • მწვანე ჩაი სტრონციუმ 90-ით მოწამვლის დროს

აღსანიშნავია იაპონელი მეცნიერების აღმოჩენები ჩაისთან დაკავშირებით. მათ დაადასტურეს, რომ ჩაი ძალზე ეფექტური საშუალებაა სტრონციუმ 90-ით ორგანიზმის მოწამვლისას. ეს მავნე იზოტოპი დიდი რაოდენობით არის რადიაქტიურ ნალექებში, შედის ადამიანის ორგანიზმში არა მარტო რადიაქტიური ჰაერიდან, არამედ რძის პროდუქტებითა და ბოსტნეულით სარგებლობის დროსაც, იგი იწვევს ისეთ ავთვისებიან დაავადებას, როგორიც არის ლეიკემია (სისხლის გათეთრება). ასეთი კატეგორიის ავადმყოფებში, მწვანე ჩაის მიღების შედეგად, აღნიშნული იზოტოპის უდიდესი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან, რაც დაადასტურა ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა.

  • კოფეინი

რაც შეეხება კოფეინს, მას მწვანე ჩაი მინიმალური რაოდენობით შეიცავს. კოფეინს ასევე შეიცავს ყავა, კაკაო, შოკოლადი, კაკაოსა და შოკოლადის შემცველი პროდუქტები. ჩაის შემადგენლობაში შედის ჩაის კოფეინი ანუ თეინი, რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციას. თეინი არ გროვდება ორგანიზმში, ამიტომ ჩაის არა აქვს გვერდითი მოვლენები.

რაც შეეხება კოფეინს ზოგადად, ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, გამოაქვს შხამები, ხსნის ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, ამაგრებს გულს.

  • მწვანე ჩაი და თავისუფალი რადიკალები

ჩაი არის ანტიმჟანგავი სასმელების ლიდერი. თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად ჩაი სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვაშლის წვენი.

2 ფინჯანი ჩაი=1 ჭიქა წითელ ღვინოს=7 ჭიქა ფორთოხლის წვენს=20 ჭიქა ვაშლის წვენს.

სასარგებლოა მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი. აღმოსავლეთში ამბობენ: "ახალი ჩაი ბალზამის მსგავსია, ღამენათევი - გველის შხამისა".