საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს

ქონი მდიდარია ომეგა 3-თა და D ვიტამინით, რის შედეგადაც ის აფერხებს გულის დაავადებების განვითარებას, იცავს ორგანიზმს ანთებისგან და სასარგებლოა ტვინისთვის.

თუმცა, ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს. ამგვარად, იზრდება არაალკჰოლოური სტეატოჰეპატიტის რისკი. ამ დაავადებისთვის დამხასიათებელია სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და ღვიძლის ქსოვილში ალკოჰოლური ჰეპატიტის მსგავსი ცვლილებების განვითარება. ამასთან, პაციენტების 75% სიმპტომები არ უვლინდებათ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები ერთმანეთს ადარებდნენ მზესუმზირის ზეთს, თევზის ქონსა და ზეითუნის ზეთს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პირველი ორი პროდუქტი საცდელ ცხოველებში ღვიძლის ფიბროზს იწვევდა. გარდა ამისა, თევზის ქონი აჩქარებდა ჟანგვით პროცესებს, უარყოფითად მოქმედებდა ტელომერების სიგრძეზე - ქრომოსომების დამცავ უბანზე, რომელთა სიგრძეც დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ბევრ დაავადებასა და კიბოსთან.

ლალი ჩხიკვაძე