დუკანის 7 დღიანი დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დუკანის 7 დღიანი დიეტა

დიეტა იწყება ორშაბათს და კვირას მთავრდება. მომდევნო კვირას იმეორებთ ყველაფერს ისევე, როგორც პირველ კვირაში და ასე გრძელდება, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. დიეტა აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოთ.

მთელი დიეტის განმავლობაში აუცილებელია:

- დღის განმავლობაში 1.5 ლიტრი წყლის დალევა;

- შვრიის ქატოს მიღება – დღეში 1.5 ს/კ (შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სახით, მათ შორის, გამოაცხოთ პური)

- დღეში 30 წუთი ფეხით სიარული.

ორშაბათი

მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან პროდუქტებს, რაც შეტევის დღეებშია დაშვებული. როგორც პირვანდელ დიეტაში, აქაც შეუზღუდავია რაოდენობა და ჭამის საათებიც არ გაქვთ განსაზღვრული. არ უნდა დაგავიწყდეთ ქატო 1,5 კოვზი, 1,5 ლ წყლის დალევა და მინიმუმ 30 წუთი ფეხით სიარული, შეგიძლიათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში 15-15 წუთი ისეირნოთ!

სამშაბათი

ორშაბათს დაშვებულ პროდუქტებს ემატება ბოსტნეული, რაც მეორე ფაზაშია დაშვებული ყველა, არ აქვს მნიშვნელობა საკვებისგან როგორ კომბნაციას გააკეთებთ, მთავარია მიიღოთ ბოსტნეული და ცილოვანი საკვები!

ოთხშაბათი

ორშაბათსა და სამშაბათს დაშვებულ პროდუქტებს დღეს ემატება ხილი, გამონაკლისია, ბანანი, ყურძენი, ჩირეული, ყველანაირი ხილი სიროფის სახით და თხილეული. შეგიძლიათ მიირთვათ გაყინული ხილი ან კომპოტი, თუ არ აქვს შაქარი დამატებული. ხილის რაოდენობა შეუზღუდავი არაა. მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ: ერთი პატარა ჯამი მარწყვი ან ჟოლო ან 1 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი მანდარინი, 2 ცალი საშუალო ზომის კივი, 1 ცალი საშუალო ან დიდი ზომის ვაშლი. ეცადეთ, რომ ხილი საღამოს მიირთვათ, რადგან ხილში შემავალი ფრუქტოზა ხელს უწყობს კარგ ძილს.

ხუთშაბათი

წინა სამ დღეს დაშვებულ პროდუქტებს ემატება 45 გრამი პური, არავითარ შემთხვევაში თეთრი პური! აუცილებლად უნდა იყოს შავი. უკეთესია დაცეხვილი პური.

პარასკევი

წინა დღეებში დაშვებულ პროდუქტებს ემატება ყველი 40 გრამი, სულერთია რომელი, მთავარია ცხიმიანობა 40%-ს არ აღემატებოდეს. მაგრამ უმჯობესია მიირთვათ ნაკლებცხიმიანი ყველი.

შაბათი

წინა დღეებში დაშვებულ პროდუქტებს ემატება ნახშირწყლები და სახამებელი. ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ლობიო, მაკარონი, ბრინჯი და სხვა ბურღულეული. ულუფა აუცილებლად უნდა აწონოთ:

ლობიო - 210გრ

წიწიბურა - 200გრ

მაკარონი - 190 გრ

შემწვარი სიმინი -190გრ

ყავისფერი ბრინჯი - 170გრ

თეთრი ბრინჯი - 150 გრ

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი - 140 გრ

კარტოფილის პიურე - 80 გრ

მაგრამ დაიმახსოვრეთ, სავალდებულო არ არის, რომ ეს პროდუქტები დაამატოთ დღევანელ დღეს! უფრო ეფექტური იქნება, თუ გამოტოვებთ მათ, მაგრამ თუ მაინც და მაინც გინდათ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ! უბრალოდ არაა სავალდებულო!

კვირა

მთელი კვირის განმავლობაში დაშვებულ პროდუქტებს, გარდა შაბათს დამატებულისა, შეგიძლიათ დაამატოთ სადღესასწაულო კერძი. შეგიძლიათ მიირთვათ რაც თქვენს გულსა და სულს გაუხარდება. მაგრამ მხოლოდ ერთი პორცია! გაითვალისწინეთ, პორცია არ უნდა აღემატებოდეს რესტორნის პორციას! მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ პასტა და დააყოლოთ ერთი ჭიქა თეთრი ღვინო ან ნებისმიერი სასმელი! მაგრამ არც ეს კვებაა სავალდებულო და თავისფულად შეგიძლიათ გამოტოვოთ!

ორშაბათს იწყებთ თავიდან!

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა