რატომ სუქდებიან ადამიანები ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ სუქდებიან ადამიანები ზამთარში

ცხიმოვანი ჩანართები სწრაფად იწვება, მზის დეფიციტის ფონზე კი - ჭარბად გროვდება. ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, ცხიმოვანი უჯრედების ბიოინჟინრული მოდელების მაგალითზე, რომლებიც დღის სინათლის ზემოქმედებას განიცდიდნენ.

ალბერტის უნივერსიტეტის დიაბეტის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პიტერ სვეტი აცხადებს: “ჩვენ დავინახეთ, რომ მზის სინათლე აღწევს კანში, ცხიმოვან უჯრედებამდე და ამცირებს ცხიმის წვეთების რაოდენობას, ხელს უწყობს რა მათი უჯრედებიდან გამოსვლას. მზის სინათლის ნაკლებობა, რომელსაც ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცოვრებლები პრაქტიკულად მთელი 8 თვის განმავლობაში განიცდიან, ხელს უწყობს ცხიმის შენახვა-შენარჩუნებას, აქედან გამომდინარე კი წონის მატებას - ზამთრისათვის დამახასიათებელ ტიპურ სიტუაციას”.

მეცნიერთა აზრით, ეს დასკვნები ხელს შეუწყობს სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავებას. მანამდე კი ერთი რამ ცალსახაა - გახდომის მიზნით გარუჯვა არ ღირს, რადგანაც წონის დასაკლებად რეკომენდებული მზის სხივების ინტენსივობა და ზემოქმედების ხანგრძლივობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, თანაც დიდია დამწვრობის რისკი.

თინათინ გოცაძე