რომელი ხილი უნდა მიირთვან დიაბეტით დაავადებულებმა
ძალიან სასარგებლოა და განსაკუთრებულად საჭირო მათი ორგანიზმისთვის. ხილის შერჩევისას მთავარია, ყურადღება მიექცეს მის გლიკემიურ ინდექსს. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რამდენად სწრაფად შეითვისება პროდუქტი და რამდენად სწრაფად გადადის მისგან შაქარი სისხლში, გლუკოზის დონის მომატებით.
ხილისა და კენკრას უმეტესობა დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა, შესაბამისად, ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმზე. რომელი ხილი შეიძლება მიირთვან აღნიშნული დიაგნოზის მქონე პირებმა სეზონურად:
ვაშლი - მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით. კანი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით. ვაშლის ჯიშების უმრავლესობა არა თუ სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, არამედ აფერხებს კიდეც ამ პათოლოგიის განვითარებას, ზომიერად მიღების შემთხვევაში.
ფორთოხალი - მდიდარია C ვიტამინით, უხვად შეიცავს ასევე ფოლიუმის მჟავას და კალიუმს, რომლებიც სასარგებლოა არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის. დიაბეტით დაავადებულებმა საკვებ რაციონში შეიძლება ჩართონ ლიმონი და გრეიპფრუტიც.
კივი - მდიდარია უჯრედისით, C ვიტამინითა და კალიუმით, ამ და სხვა განსაკუთრებულ კომპონენტთა შემცველობის გამო, ის ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის.
თინათინ გოცაძე