7 სასარგებლო პროდუქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 სასარგებლო პროდუქტი

ბროწეული

სხვადასხვა კვლევის თანახმად, ბროწეული დადებით როლს ასრულებს ძუძუს კიბოსა და საერთოდ ონკოლოგიური დაავადებების პროფილატიკაში. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელთაც ესტროგენების გამომუშავება, პოტენციის ამაღლება შეუძლია და აფროდიზიაკსაც წარმოადგენს.

ბროწეულის შემადგენლობაშია ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელი თაიგული: А, В, С, Е, Р ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი, კობალტი. ბროწეული ხელს უწყობს დაავადების შემდეგ ორგანიზმის ძალების აღდგენას და ამცირებს დაღლილობას.

საგულისხმოა, რომ ბროწეულის წვენი საკმაოდ მჟავეა, ამიტომ იგი წყალში გაზავებული უნდა მივიღოთ.

ხიზილალა

მასში მაღალი შემცველობითაა ადვილად ასათვისებელი ცილა და შეუცვლელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. თუმცა ხიზილალას მიღების ოქრო წესია ზომიერება.

ნიორი

ნიორი უკუნაჩვენებია მეტეორიზმის დროს, რამთუ დიდი რაოდენობით ეთერზეთების შემცველი პროდუქტები ამ უსიამოვნო მოვლენის გამძაფრებას უწყობენ ხელს. არსებობს მონაცემები, რომ ნიორი ხელს უშლის სისხლძარღვის კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას და ამცირებს უკვე არსებულის რაოდენობას.

მანდარინი

როგორც ნებისმიერი ციტრუსი, ისიც მდიდარია პირველ რიგში С ვიტამინით და როგორც ყველა ყვითელი ხილი წარმოადგენს А ვიტამინის - კაროტინის წყაროს. მანდარინის კანში არსებული ეთერზეთები ზრდის განწყობას, ხოლო ზოგიერთი კვლევის თანახმად, მანდარინი აღადგენს ღვიძლს და ხელს უშლის გასუქებას.

პარკოსნები

ლობიო, სოიო, ოსპი - ადვილად ასათვისებელი ცილის წყაროა, რომლებიც ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით არ ტვირთავს. ეს პროდუქტები ორგანიზმს სიმაძღრის შერძნებას დიდი ხნით უნარჩუნებს.

პარკოსნები იდეალური პროდუქტია მარხვისას. ისინი შედიან იმ ტოპ პროდუქტებში, რომელიც შიმშილის მუდმივ გრძნობასთან იბრძვის. პარკოსნები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი კვების სისტემის - ხმელთაშუაზღვის დიეტის ტრადიციული და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ავოკადო

პროდუქტი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ცხიმებს და გვეხმარება წონის დაკლებაში. ავოკადო სასარგებლოა კანისა და თმისთვის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის. მისი მიღება რეკომენდებულია (ისევე, როგორც პარკოსნების) ვარჯიშის შემდეგ. ავოკადო კლავს შიმშილის გრძნობას და აძლევს ორგანიზმს ცილების, სასარგებლო ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი დოზას.

შტოში

ყველასათვის ცნობილია, რომ შტოში С ვიტამინის შემცველი პროდუქტია. კვლევებით დადასტურებულია მისი სასარგებლო თვისებები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციისთვის. ამის მიზეზი შტოშში მაღალი შემცველობით არსებული პოლიფენოლები-ანტიქოსიდანტებია.

ლალი ჩხიკვაძე