პლასტირი - ახალი გასახდომი საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პლასტირი - ახალი გასახდომი საშუალება

Laughing სამედიცინო რეკლამა რადიოში: "ახლა კი თქვენ წინაშე წარდგება საფაღარათო პრეპარატების დამუშავებისა და ტესტირების საქმის მთავარი სპეციალისტი! ძვირფასო რადიომსმენელებო!.. ვაი, ვაი, ერთი წუთის შემდეგ დაგიბრუნდებით..."

Laughing აფთიაქში: "აქტივირებული ნახშირი გაქვთ?" "ჩვენ მხოლოდ არააქტივირებული გვაქვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ სმს-ი მოკლე ნომერზე. პასუხად მოგივათ აქტივაციის კოდი".

Laughing უფროსი და ორსულობის მეცხრე თვეშია, უმცროსმა კი, რომელსაც აფთიაქის გამყიდველისა მოერიდა, დას სთხოვა, მისთვის ორსულობის ტესტი ეყიდა. ორსული დახლის ფანჯარას მიუახლოვდა და ფარმაცევტს უთხრა: "თუ შეიძლება, ორსულობის ტესტი მომეცით". განცვიფრებულმა ფარმაცევტმა შეჰყვირა: "გენაცვალე, თქვენ რა, კიდევ ეჭვი გეპარებათ?!"

Laughing მამაკაცი სამსახურიდან დაბრუნდა. კართან აცრემლებული ცოლი შეეგება და ტირილ-ტირილით შესჩივლა: "დღეს დილით... ჩვენი უბნის აფთიაქარმა... საშინელი შეურაცხყოფა მომაყენა..." კაცი აფთიაქისკენ გაეშურა ახსნა-განმარტების მისაღებად. ფარმაცევტმა დაინახა თუ არა მისი გაბრაზებული სახე, შესძახა: "სანამ რამეს მეტყვით, მეც მომისმინეთ! ამ დილით მაღვიძარა არ ამუშავდა და ჩვეულებრივზე გვიან ავდექი. საუზმობა ვერ მოვასწარი. შინიდან გამოვვარდი, კარი გამოვიკეტე და უეცრად გამახსენდა, რომ ყველა გასაღები სახლში დამრჩა... იძულებული გავხდი, სამზარეულოს ფანჯარა გამეტეხა და საკუთარ სახლში ამ გზით შემეღწია... გზაში პატრულმა დამაჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ხოლო აფთიაქში მისვლამდე 10-15 წუთით ადრე მანქანას საბურავი დაეშვა... როგორც იქნა, სამსახურამდე მოვედი. აქ უამრავი ხალხი დამხვდა. დავიწყე მათი მომსახურება. სალაროდან ხურდებით სავსე პაკეტი ამოვიღე და ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ისეთი ხმა აქვს, ყველაზე მამაც ადამიანსაც კი შიშს მოჰგვრის. პაკეტი ხელიდან გამივარდა, იატაკზე დაეცა, გასკდა და ხურდა ფული მიმოიფანტა. როგორც იქნა, ავკრიფე, ტელეფონი კი რეკავს და რეკავს შეუსვენებლივ!!! წამოდგომისას თავი სალაროს კუთხეს ავარტყი. ტკივილისგან გამწარებული თაროს ჩავებღაუჭე, რომელზეც ძვირფასი სუნამოები ეწყო. ყველაფერი იატაკზე ჩამოცვივდა და ნახევარი გატყდა... ტელეფონი კი რეკავს. ბოლოს, როგორც იქნა, ავიღე ყურმილი - თქვენი ცოლი რეკავდა. აინტერესებდა, როგორ უნდა გამოეყენებინა სწორი ნაწლავისთვის განკუთვნილი თერმომეტრი, რომელიც გუშინ ჩემთან შეიძინა... და მე პირდაპირ ვუთხარი მას!!!"

Laughing აფთიაქში მსუქანი ქალი შედის, ხელში ფუნთუშა უჭირავს და მადიანად ილუკმება. "ყველგან ვიკითხე, მაგრამ არ ჰქონდათ... იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ იაფი და ეფექტური გასახდომი საშუალება?" "გვაქვს, ქალბატონო, - პასუხობს ფარმაცევტი, - პლასტირი. ძალზე ეფექტურია". "და სად უნდა მივიკრა?" "პირზე!"

Laughing აფთიაქში მომხდარი კურიოზების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, პრეზერვატივებთან არის დაკავშირებული. აი, რამდენიმე მათგანი:

* * *

აფთიაქში მამაკაცი შედის და კარიდანვე ისვრის: "განდონები გაქვთ?" აფთიაქარი აათვალიერ-ჩაათვალიერებს და თავაზიანად პასუხობს: "კი, შემოდიან ხანდახან".

* * *

"მითხარით, თუ შეიძლება... გაქვთ, აი, ის... იცით, ბავშვთან ერთად ვარ და მისი სახელის ხმამაღლა თქმა არ მინდა. აი, იმას ვეძებ ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის, რომ აი, ასეთები (უთითებს ბავშვზე) აღარ გაჩნდნენ!" "ტვინი?" "არა, ეგ ათი წლის წინ უნდა მეყიდა, - ახლა აქ მარტო ვიდგებოდი!" "პისტოლეტი?" "არა-ა. ბანანის გემო". "ა-ა, ბანანა გნებავთ?" "არა. უსაფრთხოება!" "ჯავშანჟილეტები ჩვენთან არ იყიდება". "არა, ვერ მიმიხვდით. შეკვრაში სულ სამი ცალია". "ტერაფლუ?.." "ნუ დატანჯეთ მამაჩემი, - საუბარში ჩაერთო ათიოდე წლის ბიჭუნა, - თუ შეიძლება, პრეზერვატივები მიეცით!"

Laughing ზემოთ მოყვანილი ტექსტი დამუხტულია დადებითი ენერგიით და სამკურნალო თვისებებს ფლობს. წაიკითხეთ დღეში ორჯერ უზმოზე!