იკითხეთ დღეში ორჯერ, უზმოზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იკითხეთ დღეში ორჯერ, უზმოზე

Laughing ერთ-ერთი აფთიაქის კედელზე ვიღაცას მიუწერია: "რა საჭიროა, იყიდოთ საფაღარათო საშუალებები? საკმარისია, მათ ფასებს გაეცნოთ!"

Laughing აფთიაქში ახალგაზრდა წყვილი შევიდა. მოულოდნელად ქალმა ფერი დაკარგა, შემდეგ ბრაზისგან გაწითლდა და ყმაწვილს აღშფოთებულმა დაუყვირა: "სულელო! შეხედე, რა წერია! "ორალური კონტრაცეპტივები"! ვინ მეუბნებოდა, ამ გზით დაორსულება შეუძლებელიაო?!"

Laughing მოზარდი მამას ეკითხება: "მამა, რა ხდება, როცა პრეზერვატივი იხევა?" "სარკეში ჩაიხედე!"

Laughing აფთიაქში: "თუ შეიძლება, მითხარით... გააქვთ, აი, ასეთი რამ... იცით, შვილთან ერთად ვარ და მისი თანდასწრებით არ მინდა თქმა... აი, მე და ჩემს ცოლს გვჭირდება, რომ ასეთები (ბავშვზე ათითებს) აღარ დაიბადონ!" აფთიაქარი: "უკაცრავად, ვერ გავიგე, ჭკუა?" "არა, ჭკუა არა. ათი წლის წინ ეს რაღაც რომ მეყიდა, მაშინ აქ მარტო ვიდგებოდი!" "პისტოლეტი?" "არა, რას ბრძანებთ! ბანანის გემო..." "ბანანი გნებავთ?" "ისევ ვერ გამიგეთ. უსაფრთხოება!" "ჯავშანჟილეტი?" "არა. შეკვრაში სამი ცალია". "ა-ა, ტერაფლუ?" "დეიდა, ტვინს ნუ იჭყლეტთ, მამაჩემს პრეზერვატივები მიეცით!"

Laughing რეკლამებიდან: "ვიბროოყნა - შეუთავსე სარგებლობას სიამოვნება!" წარწერა ოყნაზე: "კმაყოფილი დარჩებით!"

Laughing ტანტალოსის ტანჯვა - ეს ის არის, როცა დიდ და ლამაზმკერდიანი ქალი თქვენკენ იხრება და... კბილის ბურღვას იწყებს.

Laughing კბილის ექიმი პაციენტს პირის ღრუს უთვალიერებს. "კარგია, კარგი... ძალიან კარგია". "ექიმო, ნუთუ ყველა კბილი წესრიგში მაქვს?" "არა, მე მხოლოდ ჩემს ჰონორარს ვანგარიშობდი".

Laughing ცნობილი მომღერალი კლინიკაში მივიდა და კბილის ექიმს, რომელიც ქალაქში ენაკვიმატობით იყო ცნობილი, ჰკითხა: "ახალი კბილები მინდა, მაგრამ ისეთი, მთელი ცხოვრება რომ მეყოს. რას მირჩევთ?" "პირველ რიგში, საუკეთესო მასალის შეკვეთას, მეორე - საუკეთესო სტომატოლოგის მომსახურებას, და მესამე - იმისთვის, რომ ჩასმული კბილები მთელი ცხოვრება შეგრჩეთ, სიმღერას თავი უნდა დაანებოთ!"

Laughing "ღამით, როდესაც დასაძინებლად წვებით, ყველა თქვენი უსიამოვნება საწოლი ოთახის კარს მიღმა უნდა დატოვოთ", - ურჩევს ფსიქოთერაპევტი თავის პაციენტს. "და თქვენ გგონიათ, - პასუხობს პაციენტი, - რომ ჩემი ცოლი მისაღებში დაწოლაზე თანახმა იქნება?!"

Laughing ჟურნალისტები ასი წლის მოხუცს დღეგრძელობის საიდუმლოს შესახებ ეკითხებიან. "ჩემი საიდუმლო ის არის, რომ სექსზე უარი ვთქვი", - ჩაიცინა მოხუცმა. "გასაგებია. და როდის მოხდა ეს?" "ასე თხუთმეტი წლის წინ". "და რატომ თქვით უარი?" "ასე გამოვიდა. მე ასაკოვანი ქალბატონები მომწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი თითქმის აღარავინ დარჩა..."

Laughing კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ხარებისთვის ტაბლეტები მისცეს, რომ მათ უფრო მეტი ენერგია ჰქონოდათ, მეტი ძროხა დაეგრილებინათ და, შესაბამისად, საქონელი გამრავლებულიყო. თანამშრომლები ტაბლეტებს ათვალიერებენ: "რა უცნაური ფერი აქვთ!" "ნახე, რამხელებია..." თავმჯდომარე: "თქვენ გემო უნდა ნახოთ!"

Laughing ქალიშვილებო, გინდათ, ეფექტურად მოინადიროთ მამაკაცების გული? ესროლეთ მათ პრეზერვატივების შეკვრა და შესძახეთ: "ბატონო, თავი დაიცავით!"

Laughing ალბათ, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებს ჯერ კიდევ ახსოვთ კაშპიროვსკი. მე ასეთ უნარს არ ვფლობ, მაგრამ იმას მაინც გეტყვით, რომ "ოჯახის მკურნალის" კურიოზების ტექსტი დამუხტულია და აქვს სამკურნალო თვისებები. იკითხეთ დღეში ორჯერ, უზმოზე.