კომპანიას მაინც გაგიწევთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპანიას მაინც გაგიწევთ!

Laughing საახალწლო სუფრაზე: “სმის დროს თვალებს რატომ ხუჭავ?” “ცოლს შევპირდი, ახალ წელს ჭიქაში არც კი ჩავიხედავ-მეთქი”.

Laughing შვილი დედას ეკითხება: “დედა, მამაჩემი ვინ არის?” “თოვლის ბაბუა”, - პასუხობს დედა. “ეს როგორ?” “როგორ და, მოვიდა ღამით, დამიტოვა საჩუქარი და მერე თვალითაც აღარ მინახავს”.

Laughing 2000 წლის პირველი იანვრის დილა. ნაბახუსევი, სახედასივებული, თვალებჩაწითლებული და თმააჩეჩილი მამაკაცი სარკეში იყურება და ამბობს: “აი, თურმე როგორი ხარ, მესამე ათასწლეულის ადამიანო...”

Laughing პაციენტი ექიმს შესჩივის, რომ ძალიან აწუხებს წითელი ცხვირი. ექიმი: “თუ დაბადებიდან წითელი გაქვთ ან ტრავმის შედეგად გაგიწითლდათ, მედიცინა უძლურია, ხოლო თუ სმისგან - ნუ დარდობთ, განაგრძეთ სმა და ცოტა ხნის შემდეგ თქვენი ცხვირი იისფერს მიიღებს”.

Laughing ახალი წლის ღამეა. კარზე ზარია. ბავშვი ყვირილით: “თოვლის ბაბუა! თოვლის ბაბუა!” - კარის გასაღებად გარბის. იღება კარი - ზღურბლზე თეთრწვერა თოვლის ბაბუა დგას. “აბა, პატარავ, რა საჩუქარს ისურვებდი წელს?” ბავშვი მოულოდნელად სტუმარს სილას აწნავს. “რისთვის?” - კითხულობს სახტად დარჩენილი თოვლის ბაბუა. “ეს - შარშანდელი “საჩუქრისთვის”, - პასუხობს ბავშვი, - ახლა კი წლევანდელ საჩუქრებზე მოვილაპარაკოთ”.

Laughing ნაახალწლევს: “გამარჯობა. მე თქვენი ნარკოლოგი ვარ და ვეცდები, ალკოჰოლისადმი ლტოლვის დაძლევაში დაგეხმაროთ. თუ არაფერი გამომივიდა, კომპანიას მაინც გაგიწევთ”.

Laughing ერთ ჩემს პაციენტს შარდისა და განავლის ანალიზების გაკეთება მოვთხოვე. მეორე დღეს შემოვიდა და ანალიზის შედეგები გადმომცა, თან სიცილს ვერ იკავებდა. ქაღალდი გავშალე და ხარხარი ამიტყდა: ლაბორატორიაში მომუშავე ერთ ხუმარა თანამშრომელს განავლის ანალიზის პასუხის შემდეგ მიეწერა: “შარდის ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ქილა ვერ გავხსენით!”

Laughing მედიცინის მუშაკთა დღეა. პროქტოლოგის კაბინეტში პაციენტი შევიდა. ექიმმა თავი დაანება ავადმყოფობის ისტორიის წერას და დაღლილი სახით ჰკითხა პაციენტს: “რა გაწუხებთ, გენაცვალე?” ავადმყოფი მორიდებით ამბობს, რომ უკანა ტანში რაღაც ჩხვლეტს. “დაწექით, გაგსინჯავთ”. ექიმმა დახედა მტკივნეულ ადგილს და შეიცხადა: “ღმერთო ჩემო, აქ ხომ ვარდია!” პაციენტი (მორცხვად): “ეს თქვენ, ექიმო!..”

Laughing პატარა ბიჭუნა დედას ეკითხება: “დედა, მე როგორ გავჩნდი?” “მე და მამამ კომბოსტოში გიპოვეთ”. “ჩემი და?”  “ის ვარდის კოკორში ვიპოვეთ”. მეორე დღეს ბავშვი მშობლებს სწორედ საინტერესო ქმედებისას წაადგა თავს და ჩაილაპარაკა: “ჰოჰო, რა გახურებულია მებაღეობა?!”

Laughing პაციენტმა ექიმის მოთხოვნით უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა და ერთ დიდ ტომად აკინძული პასუხები ექიმს მიართვა. ესკულაპეს მსახური დიდხანს ჩაჰკირკიტებდა ქაღალდებს და შიგადაშიგ თავს უკმაყოფილოდ აქნევდა. პაციენტმა ვეღარ მოითმინა:

- ექიმო, ცუდი ხომ არაფერია?

- ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად ვიპოვი.

- სასიამოვნოა ოპტიმისტებთან საქმის დაჭერა, - ჩაიბურტყუნა პაციენტმა.

Laughing ანკეტაში, რომელიც ოპერაციამდე შეავსო პაციენტმა, იყო ასეთი კითხვა: “ვის დავურეკოთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში?” ავადმყოფმა უპასუხა: “უფრო კვალიფიციურ ქირურგს!”

Laughing დაბოლოს, შემოგთავაზებთ საახალწლო რჩევებს:

1. სამი ჭიქა კონიაკი ორჯერ ამცირებს ახალი წლის ცუდად შეხვედრის რისკს, თუმცა ყოველი მომდევნო ჭიქა გეომეტრიული პროგრესიით ზრდის უსიამოვნებების წარმოშობის ალბათობას.

2. უარი თქვით ალკოჰოლზე, ქალებსა და სიმღერაზე, განსაკუთრებით - ამ უკანასკნელზე.

3. თავიდანვე გაარკვიეთ: მხიარულად სვამთ თუ ქალებთან ერთად?

4. რჩევა ახალგაზრდა დიასახლისს: ერთი ბოთლი არაყი მარტო თქვენს სუფრას კი არ დაამშვენებს, არამედ თქვენს კულინარიულ შეცდომებსაც დამალავს.

5. ნუ დააფურთხებთ მაგიდის ქვეშ - სტუმრები იქაც შეიძლება იყვნენ!

6. სანამ თავად ჩასრიალდებით მაგიდის ქვეშ, თავაზიანად დაემშვიდობეთ სტუმრებს.