საახალწლო კურიოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო კურიოზები

სასტუმროს ადმინისტრაცია არ დაბნეულა - სტუმრებს განუცხადეს, რომ მათ ყველაზე ექსტრემალური ახალი წელი ელოდათ ვიქტორინებით, გათამაშებითა და პრიზებით სავსე. პირობების გაცნობის შემდეგ სტუმრებმა სიხარულით მიიღეს ეს წინადადება და მთელი ღამე სპეციალური ნიჩბებით თხრიდნენ თოვლში გვირაბებს, ასუფთავებდნენ სასტუმროსთან მისასვლელ გზებს, ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც დამალულ შამპანურის ბოთლებსა და სხვა წამახალისებელ პრიზებს. დილით სასტუმროსთან მისულმა მაშველთა ჯგუფმა თვალებს არ დაუჯერა: სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები, სავსებით ფხიზელნი, ხალისით ძერწავდნენ თოვლის ფიგურებს. მათ ვერც უშუქობამ გაუფუჭა სადღესასწაულო განწყობა და ვერც სიცივემ. სასტუმროს თანამშრომლებმა შტატის ხელმძღვანელობისგან განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს საგანგებო ვითარებაში გამოჩენილი მამაცობისა და გონებამახვილობისთვის.

ცოლის წინ მორბენალ ქმარსაო

ახალი წლის წინა დღეს რუსეთის ერთ ქალაქში გამოძახებულმა მაშველებმა ფანჯრიდან გადმოკიდებული მამაკაცი შეამჩნიეს, რომელსაც ძლივს იკავებდა ფანჯრის რაფა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველაფერი საკმაოდ პროზაულად დაიწყო. მამაკაცის მეუღლე მთელი დღე სამზარეულში ფუსფუსებდა და საახალწლო სუფრას ამზადებდა. რაკი ყველაფერი მაცივარში არ დაეტია, რომ არ გაფუჭებულიყო, ზოგი რამ საგულდაგულოდ ჩააწყო პოლიეთილენის პარკებში და ფანჯრიდან გადაკიდა. ასევე მოექცა სპირტიან სასმელებსაც. საღამოს, ვიდრე ცოლი საყიდლებზე იყო წასული, მამაკაცმა გადაწყვიტა, საჭმლისთვის სასმელიც მიეყოლებინა, მაგრამ მისი აღებისას ფეხი აუცურდა და ფანჯრიდან გადავარდნას ძლივს გადაურჩა. ფანჯარაზე იგი კარგა ხანს ეკიდა. მართალია, მეზობლებმა მალევე შეამჩნიეს, მაგრამ დახმარების ნაცვლად მისი სადღეგრძელო შესვეს, როგორც მამაცი კასკადიორისა და უბრალოდ კარგი კაცისა, რომელიც ახალ წელს ორიგინალურად აღნიშნავდა... საწყალი ზუსტად ორი საათი ეკიდა ყინვაში. არავინ იცის, ბოლოს რატომ გადაწყვიტეს მეზობლებმა მაშველების გამოძახება - შესაძლოა სადღეგრძელო გამოელიათ, ან მომაკვდავი მეზობლის ხვეწნამ გაჭრა.

ირემი საყვარელი გოგონასათვის

სამხედრო სასწავლებლის კურსანტმა თავი იმით გამოიჩინა, რომ უდიდესი სუპერმარკეტიდან საყვარელი გოგონასათვის უზარმაზარი განათებული ირემი მოიპარა. ქურდი თავად ღმერთმა დასაჯა - კურსანტი სუპერმარკეტის კედლებს არ გასცილებოდა, რომ ირმის გასანათებელ მოწყობილობაში რაღაცამ გაიელვა და ქურდს დენმა დაარტყა. იგი ადგილზე გაქვავდა, თუმცა ამის შემდეგ სუპერმარკეტში დენი გამოირთო, რითაც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა “ისარგებლა”. საბოლოოდ სუპერმარკეტის მეპატრონემ ირმის წყალობით რამდენიმეათასიანი ზარალი განიცადა.

უძრავი ქონების სააგენტო

უძრავი ქონების სააგენტოებში ხშირად ხდება კურიოზები და ამ მხრივ არც ახალი წლის დღეებია გამონაკლისი. მაგალითად, ერთ-ერთ სააგენტოს 31 დეკემბრის დილას მიმართა კლიენტმა, რომელიც ითხოვდა, შეერჩიათ მისთვის ელიტურ დასახლებაში მილიონი დოლარის ღირებულების კოტეჯი. მოთხოვნისამებრ, ხელშეკრულება იმავე დღეს უნდა გაფორმებულიყო და გადასახლებაც იმავე დღეს უნდა მოესწროთ. გაკვირვებული აგენტის კითხვაზე, რატომ ჩქარობდნენ ასე, კლიენტმა უპასუხა: ტრადიცია გვაქვს, ყოველ ახალ წელს ახალ სახლში ვხვდებითო.

ჩილეელთა საახალწლო სტუმართმოყვარეობა

ლუქსემბურგის ერთი მყუდრო სასტუმროს თანამშრომლები გაოგნებულები დარჩნენ, როცა 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ჩილეელ სტუმართა დელეგაციამ სარეგისტრაციოში ადგილობრივი სასაფლაოების მისამართი და იქ მისასვლელად ტრანსპორტის გამოყოფა მოითხოვა. შეშინებულმა სასტუმროს თანამშრომელმა სწრაფად გაარკვია, რომ სტუმრების სურვილს სატანურ რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვასთან კავშირი არ ჰქონდა. უბრალოდ, ჩილეელების ტრადიციით, ძველი და ახალი წლების გასაყარზე გარდაცვლილები მცირე ხნით დედამიწაზე ბრუნდებიან და აუცილებელია, მათ სასაფლაოზე ვინმე დახვდეს. ჩილეელებს სწამთ, რომ საიქიოში დაბრუნებული სულები სწორედ მათთვის ილოცებენ, ვინც ამ საკრალურ წუთებში დედამიწაზე შეხვდებათ და მთელი წელი ყოველგვარ საქმეში შეეწევიან.

უნებლიე საჩუქარი

31 დეკემბრის ღამეს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მოხდა. დაახლოებით 19 საათზე უძრავი ქონების აგენტმა მუშტრებს გასაყიდი სახლი აჩვენა. მყიდველიცა და გამყიდველიც იოლად შეთანხმდნენ და ის-ის იყო, მყიდველები უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ, რომ ძაღლი ხელიდან გაუსხლტათ და ვერაფრით გამოიყვანეს ოთახიდან. რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ ძაღლმა დივნიდან პატარა ფუთა ამოაძვრინა, რომელშიც ფული აღმოჩნდა. მეუღლის კითხვაზე, რა იყო ეს, სახლის პატრონმა უპასუხა, რომ იგი მთელი წელი მალულად აგროვებდა მისთვის ძვირფასი ქურქის შესაძენ თანხას. გახარებული ცოლი მაშინვე ქურქის შესაძენად მოემზადა და ალერსიანი სიტყვებით აავსო მეუღლე, რომელიც ნირწამხდარი იდგა და ნაძალადევად იღიმებოდა.

მკითხაობაც ასეთი უნდა

ახალი წლის ღამეს შეზარხოშებულმა სტუდენტმა გოგონებმა გაიხსენეს უძველესი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ძველი და ახალი წლის გასაყარზე ფანჯრიდან ფეხსაცმელი უნდა გადააგდო და ვინც დაგიბრუნებს, ჰკითხო შენი საბედოს სახელი. გოგონები ერთიმეორის მიყოლებით ისროდნენ ჩექმებს, ვიდრე ეზოდან გულისგამგმირავი ყვირილი არ გაიგონეს - ერთ-ერთი ჩექმა იმ გამვლელს ერგო, რომელსაც არათუ საბედოს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის საკუთარი სახელის თქმაც კი გაუჭირდა - 15-სანტიმეტრიანი ქუსლი მას პირდაპირ თვალში მოხვდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე ნაკერი დაადეს.