რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
სამკურნალო წერილები

თუ შეკრულობა გაწუხებთ
წლობით მაწუხებდა შეკრულობა, წამლების გარეშე კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში. ერთხელ მეგობარს გავანდე ჩემი გასაჭირი და მისგან ისეთი რჩევა მივიღე, რომლის წყალობითაც კუჭის მოქმედება დღეს საათივით მაქვს აწყობილი. ძალიან მინდა, სხვებსაც დავეხმარო ამ პრობლემის დამარცხებაში, ამიტომ გიგზავნით რეცეპტს:


  • აიღეთ 150 გ ალოეს ფოთლების გამონაწური (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს), დაამატეთ ოდნავ შემთბარი 300 გ თაფლი და მაცივარში შედგით. მიირთვით თითო სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ, აუცილებლად დააყოლეთ წყალი.


მტკივან სახსრებს ნიახური უხდება
ისეთი სამუშაო მქონდა, უმეტესად დგომა მიწევდა, ამიტომ ფეხები გამუდმებით მტკიოდა. ექიმთან არასდროს მივსულვარ, - დავლევდი გამყუჩებელს და ეს იყო და ეს, მაგრამ ტკივილმა თანდათან უფრო და უფრო მეტად დამრია ხელი. ბოლოს სიარული ისე გამიჭირდა, რომ შინიდანაც ძლივს გავდიოდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთმა ნაცნობმა შინაური საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა. მინდა, ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, ეგებ ვინმეს კიდევ გამოადგეს:

  • 2 კონა ნიახურს დაასხით 2 ლიტრი ბორჯომი და წამოადუღეთ. შემდეგ დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და ადუღეთ 20 წუთი. რომ შეგრილდება, დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ 100 გ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.


გულძმარვის დროს კარტოფილი გიშველით
ვარ 44 წლის ქალი. ეს რამდენიმე წელია, მეტისმეტად შემაწუხა გულძმარვამ. დღეში 2 ბოთლ "ნაბეღლავს" ან "ბორჯომს" მაინც ვსვამდი, მაგრამ მაინცდამაინც არ მშველოდა. ამ 3-4 თვის წინ მასწავლეს, კარტოფილის წვენი სვიო. ვცადე, რას ვკარგავდი( და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა. ახლა გულძმარვა რა არის, აღარც კი მახსოვს. თუ ვინმეს ეს პრობლემა აწუხებს, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, მიიღოს 2-3 სუფრის კოვზი უმი კარტოფილის წვენი.


უძილობა
ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, რა ძნელია, როცა ღამით ჩაძინება გიჭირს. რამდენიმე წლის წინ სტრესი გადავიტანე და უძილობა დამეწყო. ერთხანს ძილის წამლებს ვსვამდი, მაგრამ მითხრეს, შეეჩვევიო და თავი დავანებე. უძილობაც განმიახლდა. რას არ ვაკეთებდი, რომ დამძინებოდა - ვკითხულობდი, ვუყურებდი ტელევიზორს, ვითვლიდი... უძილობამ ნევროზი უფრო მეტად გამიმძაფრა, ვგრძნობდი, ჩემთან ურთიერთობა აუტანელი გახდა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. ერთხელ მეზობელმა მირჩია, თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევი სცადეო. პირველსავე ცდაზე მომიხდა. ახლა თითქმის ყოველ ღამე ვსვამ და ძილიც მომიწესრიგდა.

  • ნარევის მომზადებისა და მიღების წესი ასეთია: აურიეთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი, მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის კოვზი.


ვენების წამალი
ასაკში რომ შევედი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გამიჩნდა. ძალიან ადვილად მეღლებოდა და მიშუპდებოდა. თანდათანობით ვენებიც გამომებერა. ერთხანს მხოლოდ ზაფხულობით მახსენებდა თავს, მერე კი უფრო და უფრო ხშირად. დამისვეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზი. ექიმმა მირჩია ფეხების შებანდვა და ბევრი სიარული ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელზე, რაღაც წამლებიც დამინიშნა. მე ამას არ დავჯერდი და დავიწყე ისეთი მცენარეების ძებნა, ჩემს გამობერილ ვენებს რომ უშველიდა. რამდენიმე ეფექტურ საშუალებასაც მივაგენი. უკვე რამდენიმე წელია ვხმარობ. მათი წყალობით ფეხები აღარ მიშუპდება, აღარ მეღლება და აღარც ვენები მაქვს ისე

საშინლად დაბერილი. დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი:  კოთხუჯის ფესვი, კულმუხოს ფესვი, ძიძო, ძახველის ნაყოფი ან ქერქი, მრავალძარღვა, შვიტა; ან: არყის ხის ფოთოლი, ძიძო, სამყურას ყვავილი, ჟოლოს ფოთოლი, ბაბუაწვერას ფესვი, ფურისულას ფესვი, ლობიოს პარკი; ან: მოცვის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, მრავალძარღვა, შვიტა.

  • 2 ს კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი თავდახურული ჭურჭლით ძალიან ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ 6 საათი და მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ნაყენი ჭამის წინ.

პირველ წელს ნაყენი რეგულარულად, ყოველდღე უნდა მიიღოთ, თან ნაკრები 2-3 თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ. მომდევნო წლიდან ნაყენი ასევე ყოველდღე სვით, მაგრამ 1,5-2 თვეში ერთხელ 10 დღით შეისვენეთ.
გამობერილ ვენებზე დაიდეთ წყლისა და ვაშლის ძმრის ხსნარის (1:1) საფენები. ვაშლის ძმარი უმჯობესია თავად დაამზადოთ. მე ვენებზე წასასმელად სპეციალურ მალამოსაც ვამზადებ. ვიღებ რომელიმე ნაკრებს ამ სამიდან: კრაზანა, ქაფურა, მარმუჭის ფოთოლი, ფურისულას ფესვი, აბზინდა, ორკბილა; ძიძო, სამყურას ყვავილი, ოროვანდის ფესვი, ჟოლოს ფოთოლი, ბეგქონდარა; კრაზანა, გულყვითელას ყვავილი, ქაფურას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, ვირისტერფა, გვირილა, ვარდკაჭკაჭა;

  • 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ვასხამ 100 მლ მდუღარე წყალს, 5 წუთის განმავლობაში ვადუღებ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ვურევ, შემდეგ ვამატებ 75 გ გამდნარ ღორის მუცლის ქონს და ამდენსავე მცენარეულ ზეთს. ვინახავ მაცივარში.

მალამო სქლად უნდა დაიდოთ ვენებზე, დაიფაროთ ორფა დოლბანდი, ზემოდან - ცელოფანი და შეიხვიოთ. ნახვევი დღეში 3-ჯერ უნდა გამოიცვალოთ.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ დაკვირვების, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მცენარეები, რომლებიც მზის ენერგიის, ნოყიერი მიწიდან მიღებული ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების აკუმულირებას ახდენდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება იქნებოდა. და იყენებდნენ კიდეც. გავიდა წლები. მეცნიერებმა უამრავი მცენარე შეისწავლეს და წარსულის გამოცდილების საფუძველზე მათგან მრავალი წამალი შექმნეს.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.