სტაფილო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტაფილო

იყავით მუდამ ტონუსში!

მსოფლიოს ყველა ექიმი გვირჩევს, ყოველდღე მივირთვათ სტაფილო ან ვსვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, თვალების გადაღლილობის დროს. ამ ბოსტნეულის ყველაზე ქმედითი სამკურნალო თვისებაა თვალის ბადურას გამაგრება. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ. ნიუკასლის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტაფილო შეიცავს ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც სამჯერ ამცირებს სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკს. სტაფილოს წვენი, ვიტამინების ეს უმდიდრესი წყარო, აუმჯობესებს ძვლებისა და კბილების სტრუქტურას. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხლის წვენთან ერთად. ღრძილების გასამაგრებლად კარგია სტაფილოს ღეჭვა, ხოლო სტომატიტის დროს საჭიროა სტაფილოს წვენის პირში გამოვლება. ეს ბოსტნეული რეკომენდებულია აგრეთვე ცისტიტის, შეკრულობის, ჰემოროის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას რთავენ რაციონში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციის მიზნით, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სტაფილოს გამწვანებული ზედა ნაწილის ჭამა არასასურველია! ის ვნებს გულის მუშაობას. ძველი დროის სახელოვანი ექიმები ჰიპოკრატე და გალენუსი სტაფილოს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ, მიაჩნდათ, რომ ის აუმჯობესებს ლაქტაციას და რძის ხარისხს. სტაფილოს წვნიანი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომელთაც ეს-ესაა ეწყებათ კბილების ამოჭრა. პატარა ბავშვს შეიძლება მივცეთ უმი სტაფილო ან მისი ნაჭერი - ის ქავილს შეუმცირებს, კბილების ამოჭრას გაუადვილებს. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, მენსტრუალური ციკლის სტაბილიზაციასა და აღდგენას. სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების დროს.

სტაფილო კოსმეტოლოგიაში

  • იმისთვის, რომ ფერმკრთალ კანს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეთ, ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ გახეხილი სტაფილოს 20-30-წუთიანი ნიღაბი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  • კანს კარგად ატენიანებს და კვებავს სტაფილოს წვენი - გაიწმინდეთ კვირაში 2-ჯერ.
  • სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ჭორფლის მოცილებაში დაგეხმარებათ.
  • კანს გაგიხალისებთ გახეხილი სტაფილოს ნიღაბი - დაიდეთ სუფთა სახეზე 20 წუთით.
  • ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 სუფრის კოვზი რძე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ...

ერთ ადამიანს ერთი წლის განმავლობაში 128-164კგ ბოსტნეული სჭირდება. აქედან - 6-10კგ სტაფილო. სტაფილო ინახება 7 თვე 0-1 გრადუს ტემპერატურაზე.