დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

გზად საშინელმა წვიმამ მოგვისწრო და გვარიანად გავცივდი. "საველე აფთიაქში" აღმოგვაჩნდა ტაბლეტები მუცლისა და თავის ტკივილისთვის, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი - მეტი არაფერი. არადა, ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ჩემი ცხვირი კი "წყალდიდობის" მიჯნაზე იყო. ამ დროს ერთმა ჩემმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, ფეხზე გამახდევინა და ქუსლებზე იოდი წამისვა. წავედი დასაძინებლად, დილით კი გაციებისა აღარაფერი მეტყობოდა. ჩემს მეგობარს ვკითხე, საიდან იცოდა, რომ იოდი მიშველიდა. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ომის დროს ამ ნივთიერებას ორგანიზმის ბრძოლისუნარობის გასაძლიერებლად იყენებდნენ. მოგვიანებით ეს მეთოდი კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენე დიდი წარმატებით და მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს მარტივი და სანდო წამალი.

ძირმაგარა

მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარის მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც მინდა, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ. ეს მართლაც სასწაულმოქმედი საშუალებაა, მე პირადად ერთი დადება მყოფნის, რომ ძირმაგარა მომწიფდეს და ძირფესვიანად ამოვარდეს. ადვილადაც მზადდება და ძალიან იაფიც ჯდება.

  • აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადის ფქვილი, რასაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ორი დღე გაიჩერეთ. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ და აუცილებლად გიშველით.

ეს საშუალება ბებიამ მასწავლა და ისიც მითხრა, ნებისმიერ ჩირქგროვას (მათ შორის - დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) უხდებაო. მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე ვცადე და მართლაც კმაყოფილი ვარ.