რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სტაფილო
mkurnali.geგაზაფხულზე, როცა ხილი და ბოსტნეული ნაწილობრივ კარგავს ვიტამინებს და, ამის კვალობაზე, სასარგებლო თვისებებსაც, სტაფილო BC, K, PP ვიტამინების, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.


იყავით მუდამ ტონუსში!
მსოფლიოს ყველა ექიმი გვირჩევს, ყოველდღე მივირთვათ სტაფილო ან ვსვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, თვალების გადაღლილობის დროს. ამ ბოსტნეულის ყველაზე ქმედითი სამკურნალო თვისებაა თვალის ბადურას გამაგრება. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ. ნიუკასლის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტაფილო შეიცავს ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც სამჯერ ამცირებს სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკს. სტაფილოს წვენი, ვიტამინების ეს უმდიდრესი წყარო, აუმჯობესებს ძვლებისა და კბილების სტრუქტურას. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხლის წვენთან ერთად. ღრძილების გასამაგრებლად კარგია სტაფილოს ღეჭვა, ხოლო სტომატიტის დროს საჭიროა სტაფილოს წვენის პირში გამოვლება. ეს ბოსტნეული რეკომენდებულია აგრეთვე ც
ისტიტის, შეკრულობის, ჰემოროის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას რთავენ რაციონში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციის მიზნით, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სტაფილოს გამწვანებული ზედა ნაწილის ჭამა არასასურველია! ის ვნებს გულის მუშაობას. ძველი დროის სახელოვანი ექიმები ჰიპოკრატე და გალენუსი სტაფილოს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ, მიაჩნდათ, რომ ის აუმჯობესებს ლაქტაციას და რძის ხარისხს. სტაფილოს წვნიანი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომელთაც ეს-ესაა ეწყებათ კბილების ამოჭრა. პატარა ბავშვს შეიძლება მივცეთ უმი სტაფილო ან მისი ნაჭერი - ის ქავილს შეუმცირებს, კბილების ამოჭრას გაუადვილებს. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, მენსტრუალური ციკლის სტაბილიზაციასა და აღდგენას. სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების დროს.


სტაფილო კოსმეტოლოგიაში

  • იმისთვის, რომ ფერმკრთალ კანს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეთ, ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ გახეხილი სტაფილოს 20-30-წუთიანი ნიღაბი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  • კანს კარგად ატენიანებს და კვებავს სტაფილოს წვენი - გაიწმინდეთ კვირაში 2-ჯერ.
  • სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ჭორფლის მოცილებაში დაგეხმარებათ.
  • კანს გაგიხალისებთ გახეხილი სტაფილოს ნიღაბი - დაიდეთ სუფთა სახეზე 20 წუთით.
  • ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 სუფრის კოვზი რძე.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ...
ერთ ადამიანს ერთი წლის განმავლობაში 128-164კგ ბოსტნეული სჭირდება. აქედან - 6-10კგ სტაფილო. სტაფილო ინახება 7 თვე 0-1 გრადუს ტემპერატურაზე.



თარიღი : 18-07-2016
ნატია
სტაფილოს ცვენით მე ჩემს შვილის მხედველობა საგრძნობლად გავაუმჯობესე
თარიღი : 15-05-2014
თათუნა თათია
ძალიან მაგარია, ერთი თვეა ოჯახში ყოველ დილას მივირთმევთ სტაფილოს და ხილის წვენების კოქტეილებს, საოცრად ჯანსაღად და კარგად ვგრძნობთ თავს. ყველას გირჩევთ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ დაკვირვების, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მცენარეები, რომლებიც მზის ენერგიის, ნოყიერი მიწიდან მიღებული ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების აკუმულირებას ახდენდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება იქნებოდა. და იყენებდნენ კიდეც. გავიდა წლები. მეცნიერებმა უამრავი მცენარე შეისწავლეს და წარსულის გამოცდილების საფუძველზე მათგან მრავალი წამალი შექმნეს.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.