რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო
ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო
ბართოლინიტი საშოს შესასვლელში მდებარე ბართოლეს ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შესაძლოა გონოკოკმა ან სტაფილოკოკმა გამოიწვიოს. ინფიცირებული ჯირკვალი დიდდება და ყალიბდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძლიერ მტკივნეულია.

"ყოველივე ეს სოფელში მეზობლისგან შევიტყვე, რომელიც უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა და ბართოლინიტს თავისი ხელით დამზადებული მალამოთი მკურნალობდა. თავდაპირველად მის მალამოს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ როცა მითხრა, ერთი კვირის შემდეგ ინფექციისგან კვალიც აღარ დარჩაო, გავოცდი და მალამოს რეცეპტი ვთხოვე", - გვწერს 'მკურნალი.გე"-ს მკითხველი და მალამოს რეცეპტს გვიზიარებს:

• აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა
და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. გააცივეთ და დღეში ორჯერ წაისვით ინფიცირებულ ადგილზე. მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება.

როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოისუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე
კი ბოლომდე მოსაშუშებლად მტკივანი ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

• ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ 2-3 წუთი, შემდეგ გააცივოთ და გამოიყენოთ.

• ჩირქგროვის მომწიფების დასაჩქარებლად კარგი ყოფილა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სადილის კოვზი ალოეს ფაფის მიღება: აიღეთ 200 გრამი მცენარის მწვანე ფოთოლი, მოაცილეთ ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელსაც უნდა დაამატოთ 400 გრამი თაფლი და ამდენივე ნატურალური წითელი ღვინო, შემოდგათ წყლის ორთქლზე და 1 საათი ხარშოთ. რომ გაცივდება, აუცილებლად გაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და წამალიც მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი.

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მამაკაცებს შორის სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობა 68.6-ს შეადგენდა, ხოლო ქალებში 77.2 იყო.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ასიამოვნეთ გემრიელი წამლით “ადამის მეორე გულს”

წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების მქონეთ ისეთ საშუალებას ვთავაზობ, რომლის დახმარებითაც სულ რაღაც 2 კვირაში მოიგვარებენ პროსტატასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ნაღვლის ბუშტის ტკივილისგან მატიტელას ფესვი გიხსნით

ვისაც ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებისთვის დამახასიათებელი შეტევითი ტკივილი გამოუცდია, მის განმეორებას აღარასოდეს ისურვებდა.

ვიდრე მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ შევიტყობდი, ამ ტკივილებისგან თავის დასახსნელად უამრავი საშუალება ვცადე.

სიცხეში ქვედა კიდურების შეშუპება ნუღარ შეგაშინებთ

ხალხური მედიცინა ქვედა კიდურების შეშუპების დროს სელის თესლის ნახარშის დალევას გვირჩევს, რომელიც ასე უნდა მომზადდეს:

შვრიის აბაზანის მაცოცხლებელი ძალა

შვრია არა მარტო საუკეთესო დიეტური საკვებია, კანის მატონიზებელი საშუალებაცაა. შვრიის ფანტელის აბაზანა ასუფთავებს და ატენიანებს კანს, ანიჭებს მას სიმკვრივესა და ელასტიკურობას. მინდა ჩემი გამოცდილება მკითხველსაც გავუზიარო:

როგორ მოვხარშოთ სწრაფად ჭარხალი?

მოხარშული ჭარხალი უამრავი კერძის მოსამზადებლად გამოიყენება.

ეს ბოსტნეული ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. საინტერესოა, როგორ მოვახერხოთ ჭარხლის მოხარშვა ისე, რომ ამაზე 2 საათი არ დავკარგოთ და თან მისი ხასხასა ფერი და სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ.

ძირმაგარა ნუღარ შეგაშინებთ

მრავალძარღვას ახალ ფოთლებს მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო მოქმედების უნარი შესწევთ, ამიტომ ისინი წარმატებით გამოიყენება ფურუნკულების სამკურნალოდ:

16 დეკემბერი 2017
ერთი შეხედვით ფოტოზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური სანახაობაა. ჭაღარა მამაკაცს ზურგჩანთა აქვს მორგებული, ხელში სადილი უჭირავს და სამსახურში მიდის.
14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ