დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • წამლის მოსამზადებლად წინასწარ უნდა მოემზადოთ, რადგან ბაბუაწვერა მთელი წლის განმავლობაში არ ხარობს, ამისათვის გაზაფხულობით ვწყვეტ ბაბუაწვერას ყვავილებს და მათ ნახევარ ლიტრიან მინის ქილაში ვათავსებ, როგორც კი კარგად გაივსება, ვასხამ არაყს ან სპირტს, ისე რომ ყვავილები კარგად დაიფაროს.

ქილას კარგად ვაფარებ თავზე და 10 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას ვდგამ.

როგორც კი მუხლი ამტკივდება ქილიდან ვიღებ სითხეში კარგად დარბილებულ ბაბუაწვერას რამდენიმე ყვავილს და მათით ვიზელ მტკივან ადგილს იმდენ ხანს, ვიდრე ყვავილებისგან მთელი სისველე არ გამოვა.

ასე ვიქცევი დილით და საღამოს, როგორი ძლიერიც უნდა იყოს ტკივილი, ის 7-10 დღის განმავლობაში აუცილებლად გაივლის.

მე, მაგალითად, 2-3 დღეში უკვე დიდ შვებას ვგრძნობ.

ნელი ვარდოსანიძე, ზესტაფონი

ცისტიტი ცხოვრების ხარისხს ვეღარ გაგიუარესებთ

დედისგან ნასწავლ ცისტიტის სამკურნალო უებარ საშუალებას შემოგთავაზებთ, რომელმაც მე და ჩემი ქალიშვილი სწრაფად მოგვარჩინა.

ეს არყის ხის კვირტებისგან დამზადებული ნაყენი გახლავთ.

  • მის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 20 გრამი არყის კვირტები და დაასხათ 100 მლ 70 პროცენტიანი სპირტი.
დადგით 3 კვირის განმავლობაში შუქგაუმტარ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ ასევე მუქი მინის ქილაში, გრილ და ბნელ ადგილას.

ცისტიტის მკურნალობის მიზნით 20 წვეთი ნაყენი უნდა გააზაოთ 1 სადილის კოვზ წყალში დღეში ერთხელ და სვათ ორი კვირის განმავლობაში.

გულიკო გელაშვილი, დუშეთი

ამ საშუალებით ნეფრიტს შეაჩერებთ

რამდენიმე წლის წინ გაციების გამო ნეფრიტი განმივითარდა, მის სამკურნალოდ ეს ნაყენი გამოვიყენე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

  • ერთმანეთს თანაბარი მოცულობით შეურიეთ კომშის თესლი, ასკილისა და ღვიის ნაყოფი. 50 გ ეს ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ, ვიდრე მოცულობა არ განახევრდება. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ნაყენი ყოველდღე ახალი უნდა გაკეთდეს.

ია სეხნიაშვილი, თელავი

ართროზს ბუნებრივი შინაური საშუალებით გაუმკლავდებით

წლის ცივ პერიოდში მიმწვავდება ართროზი. მე მას შინაური საშუალებით ვუმკლავდები.

  • მინის ნახევარლიტრიანი ქილა შეავსეთ ნიგვზის ნაჭუჭით, დაასხით 300 მლ არაყი, დაახურეთ სარქველი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე. 10 დღის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ყოველ დილას უზმოზე 50 მლ გადადუღებულ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი ნაყენი. გარდა ამისა, მტკივნეული სახსრები ყოველ საღამოს დაითბილეთ და შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი.

ლატავრა რევაზიშვილი, გორი