დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 100 გრამ შვრიის ფანტელს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთით, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ჩაასხით აბაზანის წყალში.

ნატო კაკაბაძე, ქუთაისი

დამწვრობის სამკურნალო შინ დამზადებული მალამო

ზაფხულის მცხუნვარე მზის სხივები ხშირად იწვევს კანის დამწვრობას. ქობულეთში ყოფნისას მიღებული დამწვრობისას მეგობარმა სწორედ ეს მალამო წამისვა, მას ახლა უკვე თავად ვამზადებ და ვიყენებ სხვადასხვაგვარი დამწვრობისას:

  • 200 გ მზესუმზირას ზეთი და 20 გ თაფლის ცვილი გაადნეთ ნელ ცეცხლზე. თბილ ხსნარს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი ნაღები. კარგად აურიეთ და მიღებული მალამო წაისვით დამწვარ ადგილებზე.

ნატალია ცანავა, ზუგდიდი

ანემიის სამკურნალო მცენარეული საშუალება

დედას ბოლო ხანებში დაბალი ჰემოგლობინი აღენიშნება. შესაბამისი დიეტითა და ამ მცენარეული საშუალებით მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ფიზიკურად მოძლიერდა და ჰემოგლობინის მაჩვენებელიც ნორმას დაუბრუნდა:

  • თანაბარი რაოდენობის ლიმონი, კურაგა, ნიგოზი, ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი და შტოში გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით თაფლი. 1-ლიტრიან ქილა ნარევს სჭირდება 200 გ თაფლი.

ნინო ჟორჟოლიანი, ბათუმი

სახის ლიფტინგ-ნიღაბი

ძალიან ვაფასებ მოვლილ ქალებს, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მეც ყოველთვის ჯანსაღად გამოვიყურებოდე. საამისოდ სულაც არ მჭირდება ძვირად ღირებული პროცედურები. თვითონ ვამზადებ სახის ლიფტინგ-ნიღაბს, რომელიც ეფექტით არაფრით ჩამოუვარდება სალონურ პროცედურებს:

  • 1 ჩ/კ სახამებელი და 1 ც ბანანის რბილობი კარგად ავურიოთ, წავისვათ სახესა და დეკოლტეს მიდამოში და 20-25 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

დიკა ლომინაძე, თბილისი

საზაფხულო კიტრის დიეტა

ზაფხული დიეტისთვის შესაფერისი დროა - უხვადაა ხილი, ბოსტნეული, ადამიანის ორგანიზმიც ნაკლებ კალორიას საჭიროებს. ამ პერიოდში წარმატებულად ვიცავ კიტრის დიეტას. ხრაშუნა, გემრიელი კიტრი ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს:

  • 1 კგ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილ კიტრს მოასხით ლიმონის წვენი და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. საღამოს დამატებით შეიძლება მიირთვათ 1 ცალი მოხარშული კვერცხი ან 50 გ მოხარშული ხორცი ან ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი ან მსხალი. ასე იკვებეთ 3 დღე. დიეტის გამეორება შეგიძლიათ 1 თვის შემდეგ.

სოფო სიხარულიძე, ჩოხატაური

ხელის ძლიერი ოფ ლიანობისას

ხელის ძლიერი ოფლიანობის სამკურნალოდ მარილიანი წყლის აბაზანები დაგეხმარებათ:

  • გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ ანადუღარ წყალში და რამდენად ცხელსაც გაუძლებთ, ისეთში მოათავსეთ ხელები.
  • ამავე მიზნით კარგია ჩვეულებრივი შავი ჩაის აბაზანებიც: ხელებს შავი ჩაის საკმაოდ მუქი ნაყენის 10-15-წუთიანი აბაზანა მიაღებინეთ.

გ. ქ. ქარელი

ცხიმების დაშლაში ჟოლო ტოლს არ უდებს ანანასს

ბევრმა არ იცის, რომ ჟოლოს ზუსტად ისევე შეუძლია ცხიმოვანი უჯრედების დაშლა, როგორც ტროპიკულ ანანასს.

ასე რომ, თუ წონის დაკლება გსურთ, რაც შეიძლება მეტი ჟოლო ჭამეთ. ამავე მიზნისთვის გამოგადგებათ მისი ფოთლების ჩაი, სასმელი შეგიძლიათ ყვავილებისა და თავად კენკრისგანაც მოამზადოთ.

გთავაზობთ წონის დასაკლებ ჩაის რეცეპტს:

  • აიღეთ 300-300 გრამი ჟოლოს ფოთლები და ნაყოფი, მაყვლის ფოთლები და ნაყოფი და 100-100 გრამი შავი მოცხარის ფოთლები და ნაყოფი და თავშავას ბალახი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. მცენარეთა ნაკრების 50 გრამს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ კი დალიეთ ჩაისავით, თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

მცენარეთა ჩაი ორგანიზმის ეფექტური გამწმენდი და ნივთიერებათა ცვლის კარგი მომწესრიგებელია, ცხიმოვან ცვლაზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

ჩაი სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.

ეკა ფსუტური, საგარეჯო

ზამთარში დაგროვილი წიდებისგან ორგანიზმს სტაფილო, ქიშმიში და ლიმონი გაწმენდს

  • აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უწიპწო ქიშმიში.

სტაფილო დაჭერით 2სმ სიგანის რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ დამდგარი წყალი და შემოდგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და კვლავ 1,5 საათი ხარშეთ.

დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში უნდა გამოგივიდეთ, რომელსაც გადაწურავთ და შეინახავთ მაცივარში. დალევის წინ კვლავ შეათბეთ.

ნახარში ამ წესის მიხედვით მიიღეთ:

ნახევარი ჭიქა თბილი ნახარში დალიეთ ღამის 12 საათის შემდეგ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით.

ნაყენი 14 დღეს გეყოფათ.

  • სტაფილო და ქიშმიში კი გაყავით სამ ტოლ ნაწილად და სამი დღის განმავლობაში მიირთვით.

ნაყენი ეფექტიანად წმენდს ნაწლავებს, თირკმელებსა და ღვიძლს.

ორგანიზმის გაწმენდის მეორე მეთოდი კი ასეთია:

  • 1 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ, დაუმატეთ ასევე გახეხილი 1 საშუალო ზომის ნივრის თავი, ჩადეთ ეს ყველაფერი ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი და 45 საათის განმავლობაში მოათავსეთ ბნელ ადგილას.

ნაყენი მიიღეთ 1 სადილის კოვზით სამჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

თუ ამგვარ ორკვირიან თერაპიას წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარებთ, გაგეწმინდებათ ნაწლავები, 4-5-ჯერ ჩატარებისას კი მთელი ორგანიზმი განთავისუფლდება მავნე წიდებისაგან.

უჩა სირბილაძე, ოზურგეთი