დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • წამლის დასამზადებლად დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ფესვიანი ჭურჭელი შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 15 წუთით, გადმოდგით და გადაწურეთ. წამალიც მზად არის.

ის უნდა სვათ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 1 სადილის კოვზის ოდენობით. 2-3 კვირის შემდეგ საგრძნობი შვება უნდა იგრძნოთ, შეტევები უნდა გაიშვიათდეს და ბოლოს სულ გაქრეს.

მატიტელას ბალახისა და ფესვის ხანგრძლივად გამოყენებით სუფთავდება ნაღვლის სადინარები, ღვიძლი და თირკმლებიც კი.

ამგვარი 6-თვიანი მკურნალობით ქოლეცისტიტი თავს აღარ მახსენებს. მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას ექოსკოპიური კვლევაც მიდასტურებს.

ტატო ლაშხი, ამბროლაური

სალათები პროსტატის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

ჩემი მეუღლე ქიმიური პრეპარატებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ამიტომ, როდესაც წინამდებარე ჯირკვლის პრობლემა შეექმნა, ხალხურ მედიცინას მივმართეთ და მცენარეული “წამლებით” - ჩვეულებრივი სალათებით დავიწყეთ მკურნალობა.

მათი მომზადების წესს თქვენც გიზიარებთ:

  • პირველი სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ - კომბოსტო, ისპანახი, რამდენიმე ცალი პომიდორი და თალგამის პატარა თავი. ყველაფერი დაჭერით და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი და ზეთი დაუმატოთ. სხვა სანელებლებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
  • მეორე სალათის მოსამზადებლად 4-6 ცალი სტაფილო და 1 მოზრდილი კონა ოხრახუში ასევე წვრილად დაჭერით და პირველი სალათის მსგავსად შეაზავეთ. სალათების ჭამა აუცილებელია ყოველდღიურად. ამგვარი ერთთვიანი “დიეტის” შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და შედეგებითაც ორივენი კმაყოფილი ვართ.

მ. კ. ლანჩხუთი

რადიკულიტს თავს ნუ დაატანჯვინებთ

ახალგაზრდობისას მძიმე ფიზიკური შრომა მიწევდა, სიმძიმეების აწევა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ამიტომ დიდად არც გამკვირვებია, 40 წლის ასაკში რადიკულიტი რომ განმივითარდა და მისთვის თანმდევი გაუსაძლისი ტკივილებიც დამეწყო.

არ ვიცი, როდემდე გასტანდა ჩემი აუტანელი მდგომარეობა, მეგობარს უებარი წამლის რეცეპტი რომ არ ესწავლებინა:

  • წამლის დასამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთლები (მცენარის ასაკი 3 წელი მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო. ალოეს ფოთლები ჩადეთ პოლიეთილენის პარკში, გააჩერეთ მაცივარში 7 დღე, შემდეგ დაანაწევრეთ წვრილად და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას დადგით 5 დღით.

ამის შემდეგ წამალი მზად არის, ის 1 თვის განმავლობაში უნდა დალიოთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით დილით, შუადღისას, საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე.

1 თვის შემდეგ წამალი 1 სადილის კოვზით 3-ჯერ დღეში უნდა დალიოთ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ორი კვირის შემდეგ ტკივილები უფრო და უფრო გაიშვიათდა, ბოლოს კი საერთოდ გაქრა.

ამირან ენუქიძე, ამბროლაური

როცა ცხვირი მუდმივად გაჭედილია

ბავშვობაში გამრუდებული ძგიდის გამო მოზრდილობაში ცხვირი მუდმივად მეჭედებოდა. თავიდან მხოლოდ ცივ ან წვიმიან ამინდებში, მოგვიანებით კი მთელი წლის პრობლემად იქცა. ასაკის გამო ოპერაციაზე თავს ვიკავებდი, არც სპეციალისტები მაძლევდნენ სრული გამოჯანმრთელების გარანტიას, ამიტომ ხალხურ საშუალებებს მივმართე.

ყველაზე მარტივად დასამზადებელი წამლით დავიწყე, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა.

გაჭედილ ცხვირს შველის მიხაკის ნაყენი, ის ასე მზადდება:

  • 1 ჩაის კოვზი მიხაკის თესლი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებული წყალი, დადგით მანამ, ვიდრე წყალი არ გაყავისფრდება. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი მოათავსეთ მინის ჭურჭელში. როგორც კი ცხვირით სუნთქვა გაძნელდება, უნდა ჩაიწვეთოთ თითოეულ ნესტოში 2-2 წვეთი, რაც შეიძლება ხშირად დღის განმავლობაში.

გიორგი ლეჟავა, თბილისი