დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • შავი ბოლოკის ახალგამოწურული წვენი შეურიეთ ამდენივე მოცულობის თაფლს. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

კირა კობახიძე, თბილისი

დაბალ წნევას ვარდისფერი როდიოლა შველის

ჰიპოტონიის მოსათვინიერებლად წარმატებულად ვიყენებ ვარდისფერ როდიოლას:

  • ვარდისფერი როდიოლას ფესვები დაფქვით. 1 ჩაის კოვზ დაფქულ ნედლეულს დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 10 წუთით, გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ და დღეში 2-3 ჭიქა ნახარში მიიღეთ.

თინიკო გოცირიძე, ქუთაისი

როცა ხველა შემოგიტევთ

ხველა გაციების თანმდევი გართულებაა. ხველის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს, ბუნებრივი თუ ქიმიური შემადგენლობის. მე კი მას ჩემი რეცეპტით დამზადებული ბუნებრივი საშუალებით ეფექტიანად ვუმკლავდები:

  • ერთმანეთს შეურიეთ 15 მლ ალოეს წვენი, 100 გ თაფლი, ამდენივე ნაღების კარაქი, ბატის ქონი და კაკაო. კარგად აურიეთ, შეათბეთ ნარევი ისე, რომ ადუღებამდე არ მივიდეს. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.

მანანა წულეისკირი, ზუგდიდი

კლიმაქსის დაძლევა ვალერიანის ფესვების ნახარშით შეგიძლიათ

ქალისთვის კლიმაქტერული პერიოდი ბევრ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება. მათთან გასამკლავებლად შეიძლება ვალერიანის ფესვების ნაყენის გამოყენება:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ვალერიანის დაფქული ფესვები, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთით ორთქლის აბაზანაზე. გაციების შემდეგ გადაწურეთ, მიიყვანეთ ნაყენი გადადუღებული წყლით პირვანდელ მოცულობამდე და მიიღეთ ჩაის ჭიქა, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ირა გეტმანსკი, ბათუმი