რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დინდგელი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს
დინდგელი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს
დინდგელი (პროპოლისი) ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს - ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა). მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის
მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.

არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:
• სპირტიანი ნაყენი;
• წყლიანი ნაყენი;
• პროპოლისის წყალხსნარი;
• პროპოლისის მალამო;
• პროპოლისის სანთლები.

გთავაზობთ თითოეული ფორმის მომზადების
წესს (რეცეპტს)


თარიღი : 15-11-2016
lia
SANAM miigebt gaarkviet gaqvt tu ara alergia dindgelze( taflze tu ar gaqvt alergia ar nishnavs rom dindgelze ar geqnebat), kanze waisvit cota da gaarkviet xart tu ara alergiuli dindgelze
თარიღი : 27-12-2015
Bad Robot
დინდგელს ფუტკრები იყენებენ მათ სკაში მოხვედრილი უცხო ორგანიზმების (ზოგჯერ საკმაოდ დიდი - როგორიცაა თაგვი) მუმიფიცირებისთვის. ასეთი იზოლირებული სხეული აღარ იხრწნება და სკას აღარ წამლავს. მაგრამ: დიდნდგელის ანტიბაქტერიული თვისება აშკარად გადაჭარბებულია. ცნობილია, რომ სკაში გაჩენილ რიგ ინფექციებს შეუძლიათ მთელი ოჯახის დაღუპვა - მიუხედავად შიგ დინდგელის არსებობისა (რომელსაც თვით ფუტკრები გამოჰყოფენ). მაშინ, როცა იმავე სკის რამდენიმე გრამი ანტიბიოტიკით (მაგ. ტეტრაციკლინით) მკურნალობისას ოჯახი გადარჩება. უამრავ ნივთიერებას შეუძლია მიკრობების (ოქროსფერი სტაფილოკოკისაც) მოსპობა უშუალო კონტაქტით, მთავარია - შეიძლება თუ არა მისი ორგანიზმში შეყვანა და რა ზიანს აყენებს თვით მასპინძელს (თერაპიული ინდექსი)
თარიღი : 06-09-2015
maiko
მაინტერესებს რევმატოიდულ ართრიტს თუ შველის?
თარიღი : 26-06-2015
სპაიდერმენი
ჩაჩავას ეზოში ამზადებს ექიმი იქ რომ ჰკითხოთ მიგასწავლიან
თარიღი : 23-06-2015
qeTino
ადრე წავიკითხე რომ დინდგელი გამოიყენება ხელების კანკალის დროს,მაგრამ რეცეპტი ვღარ ვიპოვე.თუ შეგიძლიათ ხელახლა გამოაქვეყნეთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მიხაკის ცხიმოვანი და ოდნავ მწკლარტე არომატი თურმე დეპრესიას აქრობს და თვითდაჯერებას გვმატებს.
გთავაზობთ ტიბეტელი ლამების საიდუმლოს - გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების უნიკალურ მეთოდს.
კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების:
მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ლუდის ხარშვა და სმა დაიწყო, ამ საუცხოო სითხის არაერთი სამკურნალო თვისებაა აღმოჩნენილი
სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა
ნიორი გაციების დროს ხშირად გამოყენებული ძველი ხალხური საშუალებაა. ახლახან კი მეცნიერებმა
23 თებერვალი 2018
როცა დედა ტყუპისცალია. ბავშვი შარშია :)
22 თებერვალი 2018
ქსანტოგუმოლი, სვიაში შემავალი კომპონენტი და ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჭარბ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა მაია ასათიანის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენს საიტზე უამრავი წერილი შემოდის, აინტერესებთ მაიას მდგომარეობა
ზოგიერთი გენები ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ამ დასკვნამდე სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.
პოლონელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ფეხის სიმაღლე შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მარკერი აღმოჩნდეს.