რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
11 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ ბროწეული რეგულარულად
11 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ ბროწეული რეგულარულად
როგორც ამბობენ, თუ რეგულარულად მივიღებთ ბროწეულს, გული საათივით იმუშავებს და სიბერეც დიდხანს არ მოგვიკაკუნებს კარზე.

-ბროწეული უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. მასში შედის 15 ამინომჟავა, რომელთაგან 5 შეუცვლელია, იგი ასევე მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებით და მინერალებით (კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი). ამასთან, ბროწული დაბალკალორიული პროდუქტია.

-ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი (Punicalagin). ეს ნივთიერება ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. იგი ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

-ბროწეული ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი მდიდარია К ვიტამინით,
რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის ათვისებაში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.

-ბროწეული კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის გამოც მცირდება ღრძილების
დაავადებების განვითარების რისკი.

-ბროწეული იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მისი რეგულარული მიღება რამდენადმე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ბროწეულის წვენი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

-ბროწეული აძლიერებს იმუნიტეტს, С ვიტამინის შემცველობის ხარჯზე.

-ბროწეული აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბროწეულის წვენი ზრდის მადას და შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას.

-ბროწეული ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. აუმჯობესებს ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაციას.

-ბროწეული ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს. ბროწეულის წვენს ხშირად ნიშნავენ ანემიების დროს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

-ბროწეული ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს. თუმცა სჯობს ამ შემთხვევაში მივიღოთ წყლით გაზავებული ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი.

-ბროწეული გვინარჩუნებს ახალგაზრდობას. მისი ექსტრაქტი მედიცინაში ხშირად გამოიყენება როგორც ანტი-აგე დანამატი. იგი აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ხელს უშლის ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

ლალი ჩხიკვაძე

ბროწეული - სახსრების მკურნალი

მკურნალი ბროწეული


თარიღი : 16-03-2016
ვაშლი
თუ ასეთი კარგია ბროწეული მაშინ მიირთვით იგი და მე თავი დამანებეთ!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების:
მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ლუდის ხარშვა და სმა დაიწყო, ამ საუცხოო სითხის არაერთი სამკურნალო თვისებაა აღმოჩნენილი
სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა
ნიორი გაციების დროს ხშირად გამოყენებული ძველი ხალხური საშუალებაა. ახლახან კი მეცნიერებმა
გთავაზობთ გასაოცარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
რატომ ხდება, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ერთ ოჯახში ზოგიერთი ავად ხდება, ზოგი კი არა?! ამის მიზეზი
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა