მშრალი ხველის სამკურნალო რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშრალი ხველის სამკურნალო რეცეპტები

მშრალი ხველის პროცესი თავისთავად იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებსაც თან ახლავს გულისრევა, ქოშინი, ზოგჯერ მოხრჩობის (მოგუდვის) შეგრძნება. მშრალი ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა, ალერგია, ყივანახველა და სხვ.

მშრალი ხველის დროს კარგ შედეგებს იძლევა ხალხური (არატრადიციული) მედიცინის მეთოდები. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • მოზრდილებთან ხველის შეტევას ეფექტურად ხსნის ჭინჭრის ნაყენი. აიღეთ 2 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული გამომშრალი ჭინჭრის ფოთოლი. დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი ან სპირტი. გააჩერეთ 10 დღე. მიიღებთ მწვანე სითხეს, რომელიც უნდა გადაწუროთ და ხველის შეტევის დროს ერთი სადილის კოვზი დალიოთ.
  • ხველის შეტევის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ მოხალული შაქარიც. აიღეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და მოხალეთ (მოხრაკეთ) რკინის ჭურჭელში ნელ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ მუქი ყავისფერი მასის მიღებამდე, გადმოდგით, დაამატეთ 1/4 ჭიქა წყალი, თუ გაქვთ, ჩააწვეთეთ ალოეს წვენი და ძილის წინ დალიეთ. მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ.
  • აიღეთ 1 სადილის კოვზი სალბი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე და წამოადუღეთ, შეფუთეთ და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ცხელი ძილის წინ. შეგიძლიათ მიღება ორ ჯერზე გადაანაწილოთ: ნახევარი ჭიქა დილას დალიოთ, ნახევარი კი - ძილის წინ.

თინათინ გოცაძე