"დილით - მწვანილი, საღამოს - მწვანილი..." - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"დილით - მწვანილი, საღამოს - მწვანილი..."

ქინძი

ქინძის სპეციფიკური გემო და სურნელი ყველას როდი უყვარს. სწორედ ამ თვისების გამო იყო, ძველმა ბერძნებმა ხუმრობით “კორიანდრი” რომ უწოდეს. “კორის” ბერძნულად ბაღლინჯოს ნიშნავს, “ანონ” კი ანისი ანუ ანისურაა. საქმე ის გახლავთ, რომ ძველ ელინებს ქინძის სურნელი ბაღლინჯოს სუნს აგონებდათ. თუმცაღა ამპარტავანი ელინების აბზეკილ ცხვირს ქინძისთვის ბევრი არაფერი დაუკლია - კაცობრიობა მას დიდად აფასებს. ქვეყანას ვერ იპოვით, სამზარეულოში მისთვის საპატიო ადგილი რომ არ ჰქონდეთ მიჩენილი. აღმოსავლეთში ეს მცენარე ცნობილი საკაზმის, კარის, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ნორჩი ქინძი განსაკუთრებით მდიდარია B1, B2, C და P ვიტამინებითა და კაროტინით. ხალხური მედიცინა ამ მწვანილს საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად იყენებდა. ქინძი აძლიერებს მადას, აწესრიგებს ძილს, აქვეითებს სისხლის წნევას, აქვს შარდმდენი და ორგანიზმის მომაძლიერებელი ეფექტი.

ოხრახუში

ოხრახუში თამამად შეგიძლიათ მოაყაროთ ნებისმიერ კერძს და რაც შეიძლება უხვად მიირთვათ. ეს მწვანილი მადას აღძრავს და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. კალციუმი, რკინა, ფოსფორი მის ფოთლებში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში. გარდა ამისა, ოხრახუში C ვიტამინის უხვი შემცველობით გამოირჩევა. ასკორბინის მჟავა მასში სამჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. ოხრახუში კალიუმსა და ნატრიუმსაც შეიცავს, ამიტომ განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვისაც გულის, თირკმელების, შარდის ბუშტის პათოლოგიები აწუხებს. მამაკაცების საყურადღებოდ: სატრფოსთან შეხვედრის წინ ეს მწვანილი უხვად უნდა მიირთვათ - მეცნიერებმა მასში ერექციის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

კამა

კამის სახელიც ბერძნულიდან წარმოდგება და “სურნელოვანს” ნიშნავს. კამა უხვად უნდა ჩააჭრათ სალათებსა და წვნიანებს. ის C ვიტამინს, კალიუმსა და საკმაოდ ბევრ რკინას შეიცავს, ამიტომ ძალიან კარგია ანემიის დროს. კამა სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევისას. ამიტომ არის, რომ ჩვილებს მუცლის შებერვის თავიდან ასაცილებლად კამის წყალს უნიშნავენ. ამავე მიზნით კამის წყალი შეიძლება ბავშვებმა და მოზრდილებმაც მიირთვან. კამას იყენებენ გულის რიტმის დარღვევის, ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ და ათეროსკლეროზული პროცესების შესაფერხებლად.

მჟაუნა

მჟაუნას ნორჩი ფოთლები ვიტამინებით საოცრად მდიდარია. C ვიტამინი მასში იმდენია, რამდენიც ლიმონში და ორჯერ მეტი, ვიდრე ანანასში. მინერალური ნივთიერებებიდან, უპირველეს ყოვლისა, რკინა და კალიუმი უნდა ვახსენოთ. მჟაუნას გაუხეშებულ ფოთლებში დიდი უხვად გროვდება მჟაუნმჟავა, რომელიც არცთუ ისე სასარგებლოა. ასე რომ, თუ მჟაუნას წვნიანის მომზადებას განიზრახავთ, მხოლოდ ნორჩი, ქორფა ფოთლები გამოყენეთ. ხალხური მედიცინა მჟაუნას უძველესი დროიდან იყენებს. ძველად მის ფოთლებს სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე აფენდნენ. მჟაუნას წვენი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. თუ თირკმლის რომელიმე პათოლოგია გაწუხებთ, მჟაუნა შედარებით ნაკლები მიირთვით.

რეჰანი

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების “სააქიმო წიგნებში” მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ. რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.

დაბოლოს, ერთი რჩევა: მწვანილი ძალზე სასარგებლოა და ბლომად უნდა მიირთვათ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ მანამდე საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში!