რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
მწვანე ჩაი რევმატოიდული ართრიტის დროს ეფექტური აღმოჩნდა
მწვანე ჩაი რევმატოიდული ართრიტის დროს ეფექტური აღმოჩნდა
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის კომპონენტი სახსრებზე სამკურნალო ეფექტს ახდენს. საუბარია ფიტოქიმიურ ნაერთ ეპიგალოკატექინი-3-გალატზე (EGCG), რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ტრადიციული წამლებისგან განსხვავებით, ECGC არ ახდენს უჯრედული ფუნქციების ბლოკირებას.

როგორც ცნობილია, რევმატოიდული ართრიტი წარმოადგენს მძიმე აუტოიმუნურ დაავადებას, რომლის დროსაც
უპირატესად ზიანდება ხელისა და ფეხის წვრილი სახსრები. ადგილი აქვს პროგრესირებადი შეშუპების განვითარებას, ხრტილის დაზიანებას, ძვლების ეროზიას და სახსრების დეფორმაციას.

ცხოველებზე კვლევამ EGCG-ს ეფექტურობა დაადასტურა. აღინიშნებოდა კოჭ-წვივის სახსრის ანთების მნიშვნელოვანი შემცირება იმ ინდივიდებში, რომლებიც ამ ნივთიერებას 10 დღის განმავლობაში იღებდნენ. მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ EGCG-ს სამიზნეს წარმოადგენს TAK1. ეს მნიშვნელოვანი ცილაა, რომლის საშუალებითაც ანთებითი ციტიკონები გადასცემენ სიგნალებს. რევმატოიდული ართრიტის დროს სწორედ ამის გამო ვითარდება ანთება და ირღვევა ქსოვილები.


ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 12-03-2016
ვაიმე რაც ჩემს მეუGლეს მწვანე ჩაი აქვს ნასვამი,მაინც დაემარტა პოდაგრა-ნიკრისის ქარი,რომელიც ძლიერ ტკივილს იწვევს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც! მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრი დენიელ ამენი, ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისა და ასაკობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, გვირჩევს რაციონში შევიტანოთ შემდეგი სანელებლები:
შტოში უაღრესად სასარგებლო პროდუქტად არის მიჩნეული. ის აქვეითებს კიბოს განვითარების რისკს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობას. დადგინდა, რომ სასარგებლო მიკრობის ზრდა სტიმულირდება, როდესაც შტოშიდან ნახშირწყლებს ღებულობენ.
ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. მის გვარს მიეკუთვნება ბალიც. ალუბლის ნაყოფი წვნიანი და გემრიელია. ალუბლისა და ბლის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: წყალი - 80%, შაქარი - 10-17,3%, მჟავები - 0,8-2,4%, ნახშირწყლები - 20%, აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%, უჯრედისი - 6%, მთრიმლავი ნივთიერება - 0,15-0,88%. იყენებენ ნედლსაც და გადამუშავებულსაც (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი).

ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200.

მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოში ველურად ხარობს მისი 3 სახეობა: ტყის მარწყვი, მწვანე მარწყვი, მუშკის მარწყვი. საქართველოში ის ყველაზე პოპულარული კენკრაა. მარწყვი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით ჩ, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, თუთიას, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას, ასევე - ვაშლის, ლიმონის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს.

სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჩაის მოყვარულებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარება ნაკლებად ემუქრებათ. მათთან 61 %-ით ნაკლებია პათოლოგიის განვითარების შემთხვევები, ჩაის არამოყვარულებთან და, შესაბამისად, არამომხმარებლებთან შედარებით.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.