მწვანე ხახვიდან მიღებული ნაერთებით შესაძლოა რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატები შექმნან
ანტიბაქტერიული თვისებები, რითაც ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობის ამაღლება იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ, ტუბერკულოზის დროს ინიშნება ოთხი ანტიბიოტიკისგან შემდგარი კოქტეილი, იზონიაზიდისა და რიფამპიცინის ჩათვლით.
ხშირად ვითარდება პათოგენების მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ, ამიტომ აუცილებელია ახალი მეთოდების მოძებნა და დანერგვა. მეცნიერებმა შეისწავლეს ღეროვანი ხახვის (Allium Stipitatum) ექსტრაქტი. მკვლევარებმა მოახდინეს ხახვიდან ქიმიური ნაერთების სინთეზი, რათა უკეთ შეესწავლათ და დაეხვეწათ მათი ანტიბაქტერიული პოტენციალი.
ექსპერიმენტის მსვლელობაში 4 ნაერთი წარმატებულად ებრძოდა მრავალი სამკურნალო საშუალებისადმი მდგრად ბაქტერიებს. მათი რიცხვი შემცირდა. ერთი ნაერთი განსაკუთრებით პერსპექტიული აღმოჩნდა. სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხახვიდან მიღებული ნაერთები შეიძლება გამოიყენონ რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატების შემუშავებისთვის.
ლალი ჩხიკვაძე