დარიჩინი ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დარიჩინი ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს

განვითარებას აფერხებს. ეს საოცარი "ელიქსირი" ძალიან მარტივად, დარიჩინის ჩხირების დაფქვით შეგიძლიათ მიიღოთ.

დარიჩინის თვისებათა კვლევის ავტორია პროფესორი მიხეილ ოვადია, თელ-ავივის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. ამ მკვლევარმა თავდაპირველად აჩვენა, რომ დარიჩინში შემავალი ნივთიერებები ვირუსული გარსის აქტივობას ბლოკავს, შემდეგ კი საინტერესო ექსპერიმენტებით ისიც დაადგინა, რომ Ceppt ამილოიდური ცილის წარმოქმნას ეწინააღმდეგება.

მომდევნო ეტაპზე პროფესორმა ოვადიამ დარიჩინის ფხვნილის ტესტირება გენეტიკურად მოდიფიცირებულ ლაბორატორიულ ცხოველებზეც ჩაატარა. ვირთაგვებთან გენის მუტაცია ამილოიდური ცილის აქტიურ გამომუშავებას განაპირობებდა. მოგეხსენებათ, ამ ცილის დაგროვება ალცჰაიმერის დაავადების მაპროვოცირებელია.

პროფესორი მიხეილ ოვადია 4 თვის განმავლობაში ვირთაგვების დასალევ წყალში დარიჩინის ფხვნილს ურევდა. გარკვეული დროის შემდეგ გენმოდიფიცირებულ ვირთაგვებს ნორმალური ქცევა აღენიშნებოდათ. ეს თავის მხრივ ცილა ამილოიდის დაგროვების შეფერხებას ადასტურებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დარიჩინს არ ჰქონდა გვერდითი მოვლენები და არ იყო ტოქსიკური ცხოველთათვის.

თინათინ გოცაძე