რა მოტივი ამოძრავებთ ადამიანებს სელფის გადაღებისას
სპეციალისტებმა გამოყვეს სელფის მოყვარულთა სამი კატეგორია: პირველი კატეგორია - „კომუნიკატორები“. ისინი სელფს იღებენ საკუთარ მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან, ხელმომწერებთან საუბრისთვის.
მეორე კატეგორია - „ავტობიოგრაფები“. ისინი საკუთარ ფოტოებს იღებენ ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების დასაფიქსირებლად. „ავტობიოგრაფები“ სელფს იღებენ სამახსოვროდ. ისინი უზიარებენ საკუთარ ფოტოებს სხვებს, მაგრამ მათ პირველი ჯგუფისგან განსხვავებით არ სჭირდებათ უკუკავშირი.
დაბოლოს, მესამე ჯგუფი, ყველაზე მცირერიცხოვანი - ადამიანები, რომელთაც სელფი თვითრეკლამირებისთვის სჭირდებათ. ისინი აფიქსირებენ მთელ თავიანთ ცხოვრებას. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვები მათ უყურებდენენ მხოლოდ დადებით ჭრილში.
ლალი ჩხიკვაძე