რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რა წარმოადგენს ადამიანისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას
რა წარმოადგენს ადამიანისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას
მარტოობა და სოციალური იზოლაცია ადამიანისთვის სიმსუქნეზე უფრო საშიშია. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, მოსახლეობაზე ამ ფაქტორების ზემოქმედება ყოველწლიურად იზრდება და ნაციონალურ პრობლემად შეიძლება იქცეს. ექსპერტების თქმით, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის, არამედ გადარჩენისთვისაც.

კვლევის
თანახმად, 45 წელს გადაცილებული 42,6 მილიონი ამერიკელი ქრონიკული მარტოობისგან იტანჯება. მეცნიერების მიერ ჩატარებული მეტაანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მჭიდრო სოციალური კავშირები ადრეული სიკვდილის რისკს 50%-ით ამცირებს. სოციალური იზოლაცია ან მარტოობა ნაადრევი სიკვდილის რისკს უფრო მეტად ზრდის, ვიდრე სხვა ფაქტორები,სიმსუქნის ჩათვლით.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სისტემამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე სოციალური კავშირების გავლენა უნდა გაითვალისწინოს. აუცილებელია დასვენების ბაზებისა და პარკების მშენებლობა, სადაც პენსიონერები და მარტოხელა ადამიანები სხვა ადამიანებთან ურთიერთობას შეძლებენ.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას სწრაფად იწვევს. ისინი ტვინში მადის მარეგულირებელ უჯრედებს ასტიმულირებენ.
02-10-2017
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი „პლასტირი“. ის ორგანიზმს, სპეციალური მიკროსკოპული ნემსების საშუალებით, პრობლემურ ზონებში აწვდის ცხიმის დამწველ საშუალებას. მოწყობილობა უკვე გამოსცადეს თაგვებზე.
26-09-2017
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ადამიანი, შეშინებისას, შეიძლება სხვას ჩაებღაუჭოს, ჩაეხუტოს ან დაიმალოს ზურგს უკან. მეცნიერების აზრით, ეს ქმედება დაკავშირებულია თვითგადარჩენის ინსტიქტთან, რაც აჩვენა შოუ-ატრაქციონ "საშინელებათა ფაბრიკის" მონაწილეთა ექსპერიმენტმა.
ტენესისის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 104 "მოღალატე" ადამიანმა. მოხალისეების საშუალო ასაკი 22 წელი იყო. მონაწილეებს თავი კომფორტულად რომ ეგრძნოთ, გამოკითხვამდე დაურიგდათ ცოლქმრული ღალატის გავრცელების შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურები.
თანამედროვე მოზარდები ნაკლებს მუშაობენ, კითხულობენ და ნაკლებად ბედნიერები არიან, ვიდრე წინა თაობის მათი თანატოლები. ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამაში დამნაშავე სმარტფონებია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ორი ადამიანის, ცოლ-ქმრის, ურთიერთობასა და სიყვარულს, სასურველია, ხელს არაფერი უშლიდეს, მათი რომანტიკული ურთიერთობისათვის ბარიერი არ უნდა არსებობდეს, ბავშვიც კი. ოჯახური ჰარმონიისა და მუდმივი რომანტიკული განწყობილებისათვის ყველა შესაძლო ხერხით ზრუნვაა საჭირო.

თურმე ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი. სხეულის ყველაზე "მოძულებული ნაწილია" მუცელი - მისით უკმაყოფილოა ქალთა 71 %, 61 % მიიჩნევს, რომ მოკლე ან მსხვილი ბარძაყები აქვს, 66 %-ს თავი მეტისმეტად მსუქანი ჰგონია, მოდუნებული კუნთები კი 57 %-ს ურღვევს სიმშვიდეს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.