ერთი სიყვარულის ამბავი - გაუფრთხილდით, გიყვარდეთ და დააფასეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთი სიყვარულის ამბავი - გაუფრთხილდით, გიყვარდეთ და დააფასეთ

ეს პოსტი საყურადღებოა დღევანდელ გაუფერულებულ ყოველდღიურობაში და ცოლქმრული ურთიერთობის, ოჯახის სიმყარის მაგალითს წარმოადგენს ბევრი ადამიანისათვის. ყველას გისურვებთ დიდ სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას:

სამსახურიდან დაღლილი მოვდიოდი სახლში, თან სახლში ახლად მოყვანილი ცოლი ბასტი მელოდებოდა, ბასტი კი ბასტი და ბუბუს პონტში შევარქვი, ძალიან უხდება, ხოდა იქნებოდა ესე 3 საათი, მიხაროდა სახლში მოსვლა, რადგან სახლში უკვე ზრუნვა და მყუდროება მელოდებოდა ამდენი წლის შემდეგ საფრანგეთის ეულ მომთაბარეს, ვიჯექი ტაქსში და ვფიქრიბდი ბედნიერებაზე, ალბათ ამ სტადიაზე ჯამრთელად მხოლოდ ამავე სტადიაში მყოფი ადამიანი ფიქრობს, აზრები მომდიოდა მაგრამ ვერ ვუყრიდი თავს, ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე ტელეფონში წერა, ამ დროს კი უკვე ჩემი კარების წინ გავჩერებულვართ და ტაქსის მძღოლი ფრანგულად მეუბნება, ბატონო მოვედით და თუ არ შეწუხდებით 12 ევრო და 70 ცენტია თქვენზეო, ამოვყვინთე ტელეფონიდან და გაღიმებული სახით მივაწოდე ჯერ ათიანი შემდგომ კი 2 ცალი 1 ევროიანი ერთიც 50 ცენტიანი და, რაღა ძნელი გამოსაცნობია, ბოლოც 20 ცენტიანი.

ფეხაკრეფით შემოვედი სადარბაზოში - ძველი 5 სართულიანი ტიპიური პარიზული სახლია, 1800 წელში მიწურულს აშენებული, ლიფტიც კი არ არის. ხოდა სად ვიყავით? - ჩამოვჯექი ფეხის ნაბიჯებით დაღლილ პირველი სართულის მეოთხე საფეხურზე, თითქოს მიცდიდა და გეტყვით რაც მომაფირდა: ხო ხო ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რომ შენ რომ შენმა ცოლმა გაგხადოს ბედნიერი, ის შენ უნდა გააბედნიერო, ამისთვის კი შენ თვითონ უნდა იყო ბედნიერი იმ ფაქტით, რომ ვიღაცა შენზე ფიქრობს,ნერვიულობს და შენზე ძალადობს ქალური სიეშმაკით, მართლაც რომ ამის დედაც თითქოს ბერმუდის ჩაქცეული სამკუთხედივითაა, ოღონდ კარგ პონტში, მე-5 სიგარეტი ჩავწვი იქვე მეოთხე კიბის ქვემო მესამე კიბეზე, მოკლედ და კონრეტულად კი უბრალოდ მაქსიმალურად უნდა აჩუქო შენს ცოლს ვარდები, დაპატიჟო კინოში, წერილიც კი უნდა მიწერო კონვერტზე დახატული ბევრი ბავშური წითელი გულებით და არ უნდა მოგერიდოს მადლობის გადახდა ყოველ ყავის მორთმევაზე.

მოკლედ მე მიყვარს ჩემი ცოლი და არ მიტყდება რომ ის ჩემზე მაღლა დგას, შეუძლებელია გიყვარდეს და არ აღმერთებდე, მალავდე და ადიდებდე, სიყვარულს მალვა კი არა ყვირილი უნდა ბოლო ხმაზე ვოტცონ, ქართველი კაცივით კი არა, შექსპირულად აი რომეო რო დააკლა ჯულიეტას, ეგ კი არა დილით ყავა და კრუასანი, კრუასანი თუ არა უბრალო ბულკი უნდა მიუცუნცულო ახალ გაღვიძებულ ლამაზთვალება შენს ცოლს, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ცოლი ახალ გაღვიძებული, უმაკიაჟო, პიჟამოებში უფრო მიზიდავს, მომწონს, მიყვარს და ვჭედავ ვიდრე ისინი ოთხი თითის სისქეზე გათხაპნილები, ტიპიური ბეტმენის ჯოკერივით პომადა რომ აქვთ გადაზინდული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. კი არა ყურიდან ყურამდე. ეხლა ის დროა რომ უნდა ავდგე ამ წლების მანძილზე ნაცვეთი მეოთხე საფეხურიდან და ავირბინო მეხუთე სართულამდე და გულამოვარდნით ჩავუკოცნო ის ლამაზად დახატული ცხვირ პირი რომელიც ახალ გაღვიძებულზე პირველი მეჩხირება თვალებში, რაც ჩემს დღეს დილიდან ხდის შემდგარს,

ყველა კაცს ვუსურვებ ისეთ მუზას როგორიც ჩემთვის საამაყოდ წამოძახებული ჩემი ცოლი ნინიკოა.

და ძმობას გაფიცებთ თქვენც -

გაუფრთხილდით, გიყვარდეთ და დააფასეთ

ეს რაღაც ახალია, ვწერ ცოლზე რომელიც მიყვარს, და სიტყვების ძებნაც არ მჭირდება, და თუ გაინტერესებთ ის იქნება ყველაზე ბედნიერი ქალი, ცოლი, დედა და ბებია რადგან ეს ყველაფერი ეგოისტურ დონეზე მყავს აყვანილი რაც იმას ნიშნავს რომ მე ჩემს ბედნიერებას მასში ვხედავ

წერტილი

08/11/17 03:10

მე