"ახლობლებს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ჩემგან რამე სჭირდებათ"
ჩემგან. საკმარისია, თხოვნა შევუსრულო, გავუწიო საჭირო და ზოგჯერ მნიშვნელოვანი დახმარება, რომ მაშინვე სადღაც ქრებიან. აღარც კი მირეკავენ, სანამ ისევ არ დასჭირდებათ ჩემი დახმარება. რატომ ხდება ასე? როგორ მოვიქცე? მარიამი, 28 წლის
- თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ სხვების მიმართ. უმჯობესია, საკუთარი ქცევის გაანალიზება სცადოთ. როდესაც რაიმეს გასცემთ (ყურადღებას იჩენთ, დახმარებას უწევთ), რას ელით პასუხად და როგორ გამოხატავთ ამას? რას განიცდის ადამიანი, ვისთანაც თქვენ ურთიერთობთ? წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილას, გაიხსენეთ მსგავსი სიტუაცია, როცა “თქვენ მიიღეთ დახმარება და დაიკარგეთ”. დადგით ორი სკამი ერთმანეთის პირისპირ, დაჯექით ერთ-ერთზე და წარმოიდგინეთ, რომ მეორეზე თქვენი ნაცნობი ზის. გაითამაშეთ სიტუაცია. მერე მეორეზე გადაჯექით და შეცვალეთ როლი. სცადეთ იგრძნოთ, როგორ აღიქვამს თქვენს ქცევას, ურთიერთობის თქვენეულ მანერას სხვა. იქნებ
მიხვდეთ, სახელდობრ რა აიძულებს ადამიანებს, “გაქრნენ”. ან იქნებ ისინი სულაც არ “ქრებიან”, უბრალოდ, არ შეუძლიათ გამუდმებით თქვენ გვერდით ყოფნა. სამაგიეროდ, დროდადრო თქვენთან შეხვედრა ძალიან ახარებთ.