„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“

ახლა 23 წლის ვარ. ჩემზე 8 წლით უფროსი მამაკაცი შემიყვარდა, ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ და ის ბავშვობიდან მიცნობს, თუმცა ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან არავისთვის მომიყოლია. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, ჩვენს მომავალზე აღარ ლაპარაკობს, მაგრამ არც თავს მანებებს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ამის გამო ძალიან ცუდად ვარ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

ფსიქოლოგის რჩევა - ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვთ გადატანილი, თანაც ასე პატარა ასაკში და თან სულ მარტოს. თქვენ მხოლოდ პატივისცემას იმსახურებთ, რადგან დამოუკიდებლად გაუმკლავდით ამხელა დარდს. თქვენ კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ დამნაშავე არაფერში ხართ, პირიქით - თქვენ მსხვერპლი იყავით და იმის გამო, რომ ვიღაც არაადამიანურად მოგექცათ, თქვენი დადანაშაულების უფლება არავის აქვს. ძალიან კარგად მოიქეცით, რომ საყვარელ ადამიანს არ დაუმალეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ამ საშინელი ფაქტის შესახებ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი შეყვარებული შეიცვალა თქვენს მიმართ, მაშინ კარგი იქნება, თუ თავს ხელში აიყვანთ და კიდევ ერთხელ დაელაპარაკებით მას ამ თემაზე, კერძოდ, უნდა უთხრათ, რომ ერთხელ უკვე მოგიწიათ სულ მარტოს ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა და მეტ ტყუილს, ღალატსა და ძალადობას ვერ გაუძლებთ. სთხოვეთ თქვენს შეყვარებულს, რომ კარგად დაფიქრდეს და თუ თქვენი ნდობა და სიყვარული ჭეშმარიტად აქვს და თუ კვლავ აპირებს თქვენთან უწინდებური ურთიერთობის გაგრძელებას, მაშინ ეს ამბავი უნდა დაივიწყოს და ეს თემა აღარასდროს ამოატივტივოს. ხოლო თუ არ შეუძლია ადრინდებული ურთიერთობის გაგრძელება, მაშინ დროებით დაშორება სჯობს, რათა კარგად გაერკვეთ გრძნობებში.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააწყობთ შეყვარებულთან იდეალურ ურთიერთობას, რომ თქვენ მალე ბედნიერ ოჯახს შექმნით. თქვენ ისეთი გაბედული ნაბიჯი გადადგით შეყვარებულისთვის სიმართლის თქმით, რომ ნამდვილად ბედნიერების ღირსი ხართ.