მარტოობა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მოწევა, ალკოჰოლი და სიმსუქნე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოობა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მოწევა, ალკოჰოლი და სიმსუქნე

ადამიანებისთვის საშიშია სოციალური ურთიერთობის არარსებობაც, ანუ მარტოობა.

როგორც კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, ხანგრძლივი მარტოობის და სოციალური იზოლაციის მავნე მოქმედება უფრიო ძლიერია, ვიდრე სიგარეტის მოწევის, ალკოჰოლისა და სიმსუქნის. საშიშროება იმაშიცაა, რომ ადამიანები ვერც კი ხვდებიან მარტოობის უარყოფით ეფექტს. ასეთი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა 500 ადამიანის მდგომარეობის გაანალიზებით.

მყარი მეგობრული ურთიერთობებით დაკავშირებული ადამიანები უფრო დიდხანს და კარგად ცხოვრობენ თავიანთ მარტოსულ თანატოლებთან შედარებით. უსაფრთხოებისთვის საკმარისია ერთი ან რამოდენიმე საუკეთესო მეგობრის ყოლა.

ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები ექიმებს პაციენტებისადმი რეკომენდაციების გაფართოებას ურჩევენ. გარდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სწორი კვებისა, რეკომენდაციებში უნდა ჩაერთოს მეგობრებთან შეხვედრები და დასვენება.

ლალი ჩხიკვაძე