რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ მოქმედებს ღიმილი ადამიანზე
როგორ მოქმედებს ღიმილი ადამიანზე
ღიმილი ყოველთვის სითბოსა და სიხარულს არ გამოხატავს. ის ასევე შეიძლება იყოს გესლიანი, ქედმაღლური.

ვისკონსი-მედისონის უნივერისტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ღიმილზე ადამიანის ფიზიოლოგიური რეაქცია დამოკიდებულია მისგან წამოსულ შეტყობინებაზე. მაგალითად, დომინირების გამომხატველი ღიმილი იწვევს ადრესატის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კონცენტრაციის გაზრდას.

კვლევის ფარგლებში მამრობითი სქესის სტუდენტები ექსპრომტად უნდა გამოსულიყვნენ სხვა სტუდენტების წინაშე, რომელთაც უნდა შეეფასებინათ გამოსვლა. სპეციალისტები ზომავდნენ მოხალისეთა გულისცემის სიხშირესა და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს.

კვლევამ აჩვენა, რომ დომინირების გამომხატველი ღიმილის დანახვისას, მონაწილეები მეტ სტრესს განიცდიდნენ. კორტიზოლის დონე მათ უფრო მაღალი ჰქონდათ და
მაჩვენებელი ნარჩუნდებოდა გამოსვლის დასრულების შემდეგაც. მოწონების გამომხატველი ღიმილი შესაფასებელ სტუდენტს იცავდა სტრესისგან და ამუხრუჭებდა სტრესის ჰორმონის დონის გაზრდას.

გარ
და ამისა, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ გულისცემის მაღალი ვარიაბელობის მქონე მონაწილეები უფრო ძლიერად რეაგირებდნენ სხვადასხვა სახის ღიმილზე. გულის რითმის ვარიაბელობა შეიძლება დაქვეითდეს სხვადასხვა პათოლოგიისას, როგორიცაა სიმსუქნე, გულსისხძარღვთა დაავადებები და დეპრესია.

სავარაუდოდ, ეს მოშლილობები ართულებს სოციალური სიგნალების (ღიმილის) შეცნობას და ასუსტებს მათზე რეაქციას.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ესპანელი მკვლევარების დასკვნით, საკუთარ თავზე ხუმრობას, ადამიანის გაბედნიერება შეუძლია. ადრე ასეთ ხუმრობას ფსიქიკისთვის
15-02-2018
შეკითხვა ფსიქოლოგს: სამი წელია გათხოვილი ვარ, მაგრამ ოჯახურმა ცხოვრებამ დამღალა. მინდა, ქმარს გავშორდე, მაგრამ ის გაყრის
12-02-2018
ბოლო პერიოდში საქართველოში შესამჩნევად იმატა ოჯახური ძალადობის ფაქტებმა...
18-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველაფერში გენებია დამნაშავე - ბიოლოგების აზრით, ადიულტერისადმი ლტოლვა ჯერ კიდევ ჩანასახში
როგორც ცნობილია, ადამიანები ძირითადად ძლიერი ემოციების გამო ტირიან. მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რატომაა
კონცერტებზე სიარულით შეიძლება მნიშვნელოვნად გავიუმჯობესოთ განწყობა. მეცნიერების კვლევით დადგინდა, რომ
რატომ ხდება, რომ ზოგიერთებს სოცილურ ქსელებზე ძლიერი დამოკიდებულება უვითარდებათ, სხვებს კი არა? რა
დამკვიდრებული მოსაზრებაა, რომ მამაკაცებს, ქალებთან შედარებით უფრო მეტად სურთ სქესობრივი კონტაქტი.
რატომ არის ჩვენი ცხოვრება ნაცრისფერი და როგორ გაფერადდება ის, თუ ადამიანები არსებობის ძირითად მიზანს მიხვდებიან
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ექიმები პაციენტებს აძლევენ, არტერიული წნევის მუდმივად გაკონტროლებაა.