რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ მოქმედებს აგრესია ტვინზე
როგორ მოქმედებს აგრესია ტვინზე
სპეციალისტებმა თაგვებზე კვლევები ჩაატარეს. ისინი იკვლევდენენ აგრესიულ, თავდამსხმელ და ჩხუბში გამარჯვებულ მღრღნელებს. აღმოჩნდა, რომ აგრესიის გამო, ტვინში ახალი უჯრედები ჩნდებოდა. გარდა ამისა იცვლებოდა არსებული ნეირონების აქტივობა.

გამარჯვების შემდეგ, საცდელი ცხოველები უფრო აგრესიული ხდებოდნენ, ხოლო მათ ჰიპოკამპში (ტვინის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურა) წარმოიქმნებოდა ახალი ნეირონები. ამ შემთხვევაში მღრღნელებს ეზრდებოდათ შფოთვა, უარესდებოდა სოციალური ჩვევები, აღენიშნებოდათ განმეორებითი ქცევები, ანუ ყალიბდებოდა აუტიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა აგრესიის ბუნების გაშიფვრაში, აუტიზმისა  და სხვა მსგავსი მოშლილობის მიზეზების დადგენაში დაეხმარებათ.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 19-02-2016
მარიამი
ხილული ცოდვებისაგან განსხვავებით, ვერ ვხედავთ გონებით ცოდვებს,ეს არის აზრებით ცოდვა:ბოროტი,უწმიდური,აგრესიული,მოძალადე აზრები,რომლებიც პირველ რიგში თავად პატრონს აზიანებენ და იწვევენ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.წმიდაათ მამების აზრით, გონების განკურნებისას საჭიროა უპ.ყოვლისა,მისი სიწმიდის დაცვა.ამიტომ არის საჭირო,რომ დავიცვათ თავი უხამსი და აგრესიული ინფორმაციებისაგან.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
10 სექტემბერს მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წლის 10 სექტემბრის დევიზია: "დაიჭირე წამი, შეცვალე ცხოვრება". ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის" საჯარო დისკუსიას მართავს
სტრესული სიტუაციები ყოვედღიურად თან გვდევს. არის შემთხვევები, როდესაც დამშვიდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არ არის მხოლოდ აღელვება, აღშფოთება, "ნერვების მოშლა", გაბრაზება, განრისხება თუ სხვა მრავალი. ადამიანი უბრალოდ ვეღარ მშვიდდება, თავი ხელში ვეღარ აჰყავს ან თუ აჰყავს და "ქვებს არ ისვრის", როგორც ფსიქოლოგები ხუმრობენ ხოლმე, შინაგანად ვეღარ მშვიდდება.
ითვლება, რომ ადამიანებს საშიშროების სიგნალების იდენტიფიცირება შეუძლიათ, თუმცა ზოგჯერ ეს მექანიზმიც ირევა. მაგალითად, სტრესის მდგომარეობაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანმა შეიძლება საშიშროება იგრძნოს, რომელიც რეალურად არ არსებობს.
კომპანია Medisys თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულმა უძილობამ (6 საათზე ნაკლები ძილი) შეიძლება ისეთივე შედეგები გამოიწვიოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ. ძილის ნაკლებობა ზრდის სიმსუქნის, დეპრესიის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
სტრესის მდგომარეობაში ყოფნისას და ძილის პრობლემების არსებობისას, ექსპერტები რაციონში მწვანე ხახვისა და არტიშოკის ჩართვას გვირჩევენ. ამ პროდუქტებში ბევრი უჯრედისია, რომლებიც ისევე მოქმედებენ, როგორც პრებიოტიკები. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიებისთვის იდეალურ პირობებს ქმნიან.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.