კარგი ხუმრობა ნარკოტიკივით მოქმედებს
ამას აცხადებენ სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები. როგორც მათ დაადგინეს, როცა ადამიანი სასაცილო სანახაობით ერთობა ან კიდევ ანეკდოტებს კითხულობს, მის თავის ტვინში ის ნერვული წრეები აქტიურდება, რომლებიც კოკაინის მოხმარებისას, ფულის მიღების ან/და ლამაზი სახეების ცქერისას აქტიურდება.
ეს წრეები ურთიერთქმედებს დოფამინთან – ნივთიერებასთან, რომელიც კეთილდღეობისა და ბედნიერების შეგრძნებას ქმნის. სწორედ ამით ხსნიან ნეირომეცნიერები ეიფორიას, რომელიც ადამიანს კარგი ხუმრობის მოსმენის დროს ეუფლება.
თინათინ გოცაძე