რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დეპრესია და გენეტიკა - რა კავშირია მათ შორის
დეპრესია და გენეტიკა - რა კავშირია მათ შორის
17 ქვეყნის 190-ზე მეტმა მკვლევარმა თითქმის 300 000 ადამიანის გენომური მონაცემები გააანალიზა. სპეციალისტებმა გამოავლინეს კეთილდღეობასთან, დეპრესიასთან და ნევროზთან დაკავშირებული გენეტიკური ვარიანტები. ადამიანების აზრები და გრძნობები მრავალ ფაქტორზე, მათ შორის გენებზეცაა დამოკიდებული. მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ორი გენი დაკავშირებული იყო დეპრესიის სიმპტომებთან,
თერთმეტი ნევროზთან, სამი - სუბიექტური კეთილდღეობის მაღალ დონესთან. ამდენად, მკვლევარების აზრით, ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, გარდა გარეშე ფაქტორებისა, გენეტიკურიც მოქმედებს.

რაც უფრო მეტია ქვეყანაში გარკვეული ვარიანტის გენის მქონე ადამიანი, მით ბედნიერი არიან მისი მცხოვრებლები. ეს დაადასტურა ბულგარელი და ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა. მკვლევარებმა შეისწავლეს, ტკივილთან და სიამოვნებასთან დაკავშირებული FAAH გენი. აღმოჩნდა, რომ ამ გენის კონკრეტული ვარიანტის მქონე ადამიანები, სხვებზე უფრო ბედნიერები არიან.

„ბედნიერების გენი“ აღმოაჩნდა შვედების 26,3%, ბრიტანელების 23%, ფრანგების 21% და გერმანელების 20%. ის უფრო იშვიათია ევროპის სამხრეთში: ბერძნებში 18%-ს აქვს, ხოლო იტალიელების 12%-ს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ გლობალურ პრობლემას ეძღვნება. 2017 წლის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
10 სექტემბერს მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წლის 10 სექტემბრის დევიზია: "დაიჭირე წამი, შეცვალე ცხოვრება". ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის" საჯარო დისკუსიას მართავს
სტრესული სიტუაციები ყოვედღიურად თან გვდევს. არის შემთხვევები, როდესაც დამშვიდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არ არის მხოლოდ აღელვება, აღშფოთება, "ნერვების მოშლა", გაბრაზება, განრისხება თუ სხვა მრავალი. ადამიანი უბრალოდ ვეღარ მშვიდდება, თავი ხელში ვეღარ აჰყავს ან თუ აჰყავს და "ქვებს არ ისვრის", როგორც ფსიქოლოგები ხუმრობენ ხოლმე, შინაგანად ვეღარ მშვიდდება.
ითვლება, რომ ადამიანებს საშიშროების სიგნალების იდენტიფიცირება შეუძლიათ, თუმცა ზოგჯერ ეს მექანიზმიც ირევა. მაგალითად, სტრესის მდგომარეობაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანმა შეიძლება საშიშროება იგრძნოს, რომელიც რეალურად არ არსებობს.
კომპანია Medisys თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულმა უძილობამ (6 საათზე ნაკლები ძილი) შეიძლება ისეთივე შედეგები გამოიწვიოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ. ძილის ნაკლებობა ზრდის სიმსუქნის, დეპრესიის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.