რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დეპრესიას შესაძლოა ჭკუასუსტობა მოჰყვეს
დეპრესიას შესაძლოა ჭკუასუსტობა მოჰყვეს
დეპრესია ზრდის ჭკუასუსტობის განვითარების რისკს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები 17-წლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. მრავალწლიანი დაკვირვება მათ 949 პაციენტზე აწარმოეს. Kკვლევის საწყის ეტაპზე არც ერთ პირს არ აღენიშნებოდა დემენციის სიმპტომები, თუმცა, 125 მათგანი (13 %) მძიმე დეპრესიით იყო შეპყრობილი.

ექსპერიმენტის ბოლოსკენ საკვლევ პირთა საშუალო ასაკი 79 წელს შეადგენდა. 164-ს ჭკუასუსტობა ჰქონდა დიაგნოსტირებული, ხოლო 136-ს _ ალცჰაიმერის დაავადება. დემენცია აღენიშნა იმ პაციენტთა 22 % -ს, რომლებსაც კვლევის დასაწყისში დეპრესია ჰქონდათ და არადეპრესიული ნაწილის 17 %-ს.

მეცნიერთა ანალიზით დეპრესიულმა მდგომარეობამ 70
%-ით გაზარდა დემენციის განვითარების რისკი. შედეგებზე გავლენა არ მოახდინა ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ასაკი, სქესი, განათლება, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული APOE გენის არსებობა და სხვ.
“რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ დეპრესია საბოლოოდ დემენციას განაპირობებს, თუმცა, შეიძლება რამდენიმე პროცესის გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს დემენციის
განვითარებას”, - აცხადებს კვლევის ავტორი ჯეინ საჩინსკი. “მაგალითად, დეპრესიის დროს ტვინის ქსოვილში ვითარდება ანთება, იზრდება გარკვეული ცილების კონცენტრაცია, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ჭკუასუსტობის აღმოცენებას. გარდა ამისა, ხანგრძლივი დეპრესია აისახება ცხოვრების წესზეც, იცვლება დიეტისადმი, სოციალიზაციისადმი და ფიზიკური აქტივობისადმი პიროვნების დამოკიდებულება, რაც თავისთავად ზრდის დემენციის რისკს”.

თინათინ გოცაძე



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში მოწევა კლავს გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე შიდსი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი,
05-12-2017
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური ვარჯიში ხელს უშლის
30-11-2017
ამ ამერიკელი მეცნიერები 17-წლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ დეპრესია
29-11-2017
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მამაკაცებს შორის სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობა 68.6-ს შეადგენდა, ხოლო ქალებში 77.2 იყო.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი სამხედროები მიესალმებიან რობოტ-თერაპევტებს პოსტტრავმულ
ამ ამერიკელი მეცნიერები 17-წლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ დეპრესია
მრავალწლიანი ფართომასშტაბური კვლევით გაირკვა, რომ 5 ფსიქიკურ პათოლოგიას
ზოგჯერ გვგონია, რომ სერიოზული ორგანული პათოლოგია გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს უკავშირდება.
სოციოფობია სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ
ექსპერტების აზრით, ქალაქის მცხოვრებლებს, სოფლის მოსახლეობასთან შედარებით ფსიქიკური დაავადებების, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი მოშლილობა და შიზოფრენია, რისკი უფრო მაღალი აქვთ
16 დეკემბერი 2017
ერთი შეხედვით ფოტოზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური სანახაობაა. ჭაღარა მამაკაცს ზურგჩანთა აქვს მორგებული, ხელში სადილი უჭირავს და სამსახურში მიდის.
14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ