რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ხერხემლის პათოლოგიები მკურნალობა და პროფილაქტიკა

- აი, ხერხემლის პათოლოგიების დიაგნოსტიკის საკითხსაც მივადექით. დიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება ამ დროს?
- ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება დავადგინოთ ოსტეოქონდროზი, არის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა. რენტგენოგრამებზე ჩანს ძვლოვანი წანაზარდები, დისკების სიმაღლეში შემცირება, მალების ქვეამოვარდნილობა და სხვა. მაგრამ ხშირად უფრო დეტალური გამოკვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ეს უკანასკნელი ყველაზე სრულყოფილია, რადგან ყველა სტრუქტურას აჩვენებს.


- როგორ მკურნალობენ?
- მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: კონსერვატიული, ქირურგიული, ბალნეოლოგიური, ფიზიოთერაპიული, წყალქვეშა დაჭიმვები. ზოგჯერ მიმართავენ აკუპუნქტურასაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას უჩივის პაციენტი და რა კლინიკური გამოვლინება აქვს დაავადებას. აუცილებელია საქმეში თანამედროვე ნეიროვიზუალური კვლევის ჩართვაც. კონსერვატიული მკურნალობის დაწყებამდე მრტ-ით წინასწარ უნდა გამოირიცხოს ქირურგიული პათოლოგია.


- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ოსტეოქონდროზი ქრონიკული დაავადებაა. რამდენად იმედის მომცემია მკურნალობის შედეგები?
- ცვლილებები, რომლებიც ოსტეოქონდროზის დროს ხერხემალში ვითარდება, შეუქცევადია. მკურნალობის ფონზე ადამიანს შესაძლოა გაუქრეს ჩივილები და, ასე ვთქვათ, პროცესის პროგრესირება შეჩერდეს, მაგრამ მისი უკუგანვითარება და ხერხემლის პირვანდელ, ჯანსაღ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია. ბოლო ხანს ერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა: ოსტეოქონდროზი იმდენად გავრცელებულია, რომ მკვლევრები ფიქრობენ, ჩაითვალოს თუ არა ის დაავადებად, ხომ არ მიიჩნიონ ის, სიბერის მსგავსად, ასაკთან ერთად განვითარებულ ნორმის ვარიანტად, ასაკობრივ ცვლილებად და არა პათოლოგიად.


- მაინც რა უნდა იყოს მისი ესოდენ მასობრივი გავრცელების მიზეზი?
- ოსტეოქონდროზი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო საუკუნის განმავლობაში ძლიერ გახშირდა. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ცხოვრების რეჟიმს... ჰიპოდინამიაც ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის განვითარებას. სხვათა შორის, დისკის თიაქრის წარმოშობაში თავიანთი წვლილი შეაქვთ ისეთ პროფესიებსაც, რომლებიც დიდხანს ჯდომას მოითხოვს: მძღოლებს, ბუღალტრებს, ოფისის მუშაკებს შედარებით ხშირად აქვთ დისკოგენური პრობლემები. პაციენტები, რომელთაც დისკის თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად ცდილობენ, დაადგინონ მისი მიზეზი, დაავადების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირება კი ძალიან ძნელია. ხშირად დისკის თიაქარი, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე ვითარდება. ის 18-19 წლის გოგონასაც კი შეიძლება დაემართოს, რომელსაც ხუთ კილოგრამზე მეტი სიმძიმის ტვირთი არ აუწევია. აქ განსაზღვრულ როლს ასრულებს ამ დაავადებისადმი ორგანიზმის მიდრეკილება.


- პროფილაქტიკა, ალბათ, ჩამოთვილილი ფაქტორების საპირისპიროდ მოქცევას გულისხმობს...
- დიახ, ასეა. გარდა ამისა, უარი უნდა ვუთხრათ ჭარბ წონას, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მეტი დრო დავუთმოთ ფიზიკურ აქტიურობას და სხვა.


- ხერხემლის გამრუდებაზეც ვისაუბროთ...
- ხერხემალი სწორი არ არის. მას აქვს ფიზიოლოგიური, ბუნებრივი გამრუდებები. გვერდიდან რომ შევხედოთ, კისრისა და წელის მიდამოებში ის წინ არის გაზნექილი, - ამას ფიზიოლოგიური ლორდოზი ჰქვია, - გულმკერდის დონეზე კი ოდნავ უკან არის გამოდრეკილი, - ეს ფიზიოლოგიური კიფოზია. ეს არის ხერხემლის ბუნებრივი მდგომარეობა. გვხვდება შემთხვევები, როცა კისრის ან წელის ლორდოზი ზედმეტად არის გასწორებული. ამ დროს ადამიანს ტკივილი აწუხებს.  შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის გამრუდება სხვა, მაგალითად, გვერდით სიბრტყეშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვთა ასაკში სიმძიმის არასწორად განაწილების შემთხვევა: ალბათ შეამჩნევდით, რომ ბავშვებს, უმეტესად გოგონებს, ყოველთვის ერთი და იმავე მხრით ჩანთის ტარებისას ეს მხარი დაწეული აქვთ, მეორე კი აწეული. სკოლიოზი არასწორმა ჯდომამაც შეიძლება გამოიწვიოს. მსუბუქი ხარისხის სკოლიოზი ბევრ ბავშვს აქვს, მაგრამ ზოგჯერ მისი მძიმე ფორმებიც გვხვდება, რომლებიც ქირურგიულ კორექციას საჭიროებს. სკოლიოზი, არსებითად, გენეტიკური, თანდაყოლილი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არასწორი ჯდომა, სიმძიმის არათანაბარი განაწილება და ზოგიერთი სხვა ფაქტორები ხელს უწყობს მის გამოვლენას. ზოგჯერ ხერხემალი იმდენად არის გამრუდებული, რომ ადამიანს სიარულიც კი უჭირს. გარდა ამისა, გამრუდებული ხერხემალი ზოგჯერ მის შიგნით არსებულ სტრუქტურებს - ნერვებსა და ზურგის ტვინს - აწვება. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო. რენტგენით ზუსტად ადგენენ სკოლიოზის ხარისხს. მკურნალობა უმეტესად კონსერვატიულია. სკოლიოზს, წესისამებრ, ექიმი ორთოპედები მკურნალობენ, ნეიროქირურგებთან ასეთი პაციენტები იშვიათად ხვდებიან. მკურნალობა ზოგჯერ სპეციალური კორსეტის ტარებას გულისხმობს, ზოგჯერ ტარდება განსაზღვრული ტიპის ვარჯიშები. ბოლო ხანს საქართველოში ჩატარდა სკოლიოზის ქირურგიული კორექციაც. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხერხემლის სვეტზე მეტალის სპეციალურ ფიქსატორებს აყენებენ. ასეთ ოპერაციას განსაზღვრული ჩვენებები და შეზღუდვები აქვს. ის თხუთმეტიდან ოც წლამდე ასაკის პაციენტებს უტარდებათ.



თარიღი : 08-06-2015
tarieli
გამარჯობა ! მივედი ექიმთან და დასკვნა გამიკეტეს : წელის მალების მადეფორმირებული სპონდილოზი(2-3ხ) და ამ დასკვნის სჰემდეგ რომელ ექიმტან უნდა მივიდე ? სადაც მიტხრეს ეს დასკვნა ესე მიტხრეს ნერვოპათოლოგთან მიდიო .
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება, 43% ით გაზრდილია გაფანტული სკლეროზის რისკი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ვლინდება 20-40 წლის ასაკში.
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.