რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება და მასთან დაკავშირებული დაავადებები

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროებაზე, ამით განპირობებულ პათოლოგიურ მდგომარეობებსა და დაავადებებზე გვესაუბრება თსსუ-ის ნეირომედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიკოსოციალური აკადემიისა და საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი ნინული ნინუა.


- უმთავრესად რა განაპირობებს თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროებას და რა პათოლოგიური პროცესები მოჰყვება ამას?

- ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • სხვადასხვა სახის (მეორეული ხასიათის) ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის შეუღლება;
  • ვაზომოტორული დისტონია, სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიური ლაბილურობა, რომელიც გვაძლევს გაუკუღმართებულ სისხლძარღვოვან რეაქციებს (სპაზმი-დილატაცია). სპაზმი ვითარდება სისხლძარღვის კედლის ტონუსის მზარდი მომატებით, რაც ხშირად იწვევს არა მარტო სისხლძარღვის შევიწროებას, არამედ მისი სანათურის სრულ დახშობასაც;
  • არტერიული ჰიპოტენზია,  რომელიც იწვევს სისხლის მიწოდებისა და მისი მოხმარების დეფიციტს, ამიტომაც სისხლძარღვის კედლის დაზიანებას მოჰყვება თრომბოზების განვითარება თრომბოზული ან თრომბოემბოლიური იშემიის ჩამოყალიბებით.

ემბოლიური იშემიის ფონზე ვითარდება სისხლძარღვის სრული ან არასრული შევიწროება. აღნიშნულ პროცესს საფუძვლად უდევს სისხლის რეოლოგიური და მორფოფუნქციური თვისებების შეცვლა, სისხლძარღვის კედლისა და ტვინის ქსოვილის დაზიანება. არათრომბოზული იშემია კი შეიძლება განვითარდეს ექსტრაკრანიული მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებისას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსტრაკრანიული სისხლძარღვების შევიწროებას. ზურგის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა იშემიური ტიპით ხშირად ვითარდება არა სპინალური სისხლძარღვების, არამედ ფესვობრივი არტერიების დაზიანების გამო იმ ადგილას, სადაც ისინი აორტიდან გამოდიან, ესე იგი თავზურგტვინის არხის მიღმა მდებარეობენ.


- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ხელშემწყობი ფაქტორებიდან რომელს გამოყოფდით?
- სისხლძარღვთა შევიწროების ხელშემწყობი ფაქტორებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას განაპირობებს, უნდა გამოიყოს:

  • კვების თავისებურება;
  • ეკოლოგიური მდგომარეობა;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

ჩამოთვლილ ფაქტორთა გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების პრევენციისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე შემდეგი ფაქტორები: მემკვიდრეობა, ასაკობრივი მაჩვენებელი, - უკანასკნელ ხანს ხომ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა თითქმის გათანაბრებულია ახალგაზრდა ასაკთან; თუმცა უნდა ითქვას, რომ თავის ტვინის იშემიური დაზიანების მაჩვენებელი დიდია ხანდაზმულ ასაკშიც. რაც შეეხება სქესის მიხედვით ანალიზს, იშემიური დაავადება მცირე უპირატესობით გვხვდება ქალებში, თუმცა 60 წლიდან ეს სხვაობა აღარ არის თვალში საცემი, ვინაიდან ათეროსკლეროზული პროცესი ორივე სქესის სისხლძარღვებს ერთნაირად აზიანებს. ფიზიკური აქტივობის როლს თუ შევეხებით, უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების პასიურ წესს მისდევენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი იშემიისკენ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას. მოძრაობა და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტივობა განაპირობებს სისხლძარღვთა თავისებურ ტრენირებას, აუმჯობესებს მათი კედლის ფუნქციურ მდგომარეობას (სპაზმი და დილატაცია და მათი ნორმალური მონაცვლეობა).


- ნერვულ ფაქტორთა და სტრესულ სიტუაციათა გავლენაზე რას იტყოდით?
- რა თქმა უნდა, ფსიქოემოციური ფაქტორების გავლენა სიმპტომური ჰიპერტენზიისა და ჰიპერტონიულ-ცერებრული კრიზების განვითარებაში უდავოა. ალიმენტურ ფაქტორსაც დიდი როლი ეკისრება ცერებრულ-ვასკულური უკმარისობის განვითარებაში, რომელიც ტვინის ინფარქტის განვითარებამდე ვლინდება ტრანზიტორული იშემიური შეტევებითა და ჰიპერტონიული ცერებრული კრიზებით. იშემიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს მოწევას - ნიკოტინის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს კორონარული

და ცერებრული სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქციას (შევიწროებას), ამის გამო თავის ტვინში სისხლის მიწოდება ირღვევა და ჟანგბადის დეფიციტი იქმნება. ყოველივე ეს განაპირობებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობას. მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონისა და სისხლის რეოლოგიური თვისებების ცვლილებათა როლი იშემიის განვითარებაში (თრომბოზული იშემია, არათრომბოზული და ემბოლიური დაზიანება).



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება, 43% ით გაზრდილია გაფანტული სკლეროზის რისკი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ვლინდება 20-40 წლის ასაკში.
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.