რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
თანამედროვე წარმოდგენა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შესახებ
თანამედროვე წარმოდგენა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შესახებ

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისიტონია არის სინდრომი, რომლის აღმოცენებაც არაერთ ფაქტორს უკავშირდება. მას ახასიათებს ვეგეტატიური ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს, უმთავრესად კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები. ფუნქციური დარღვევა არის მდგომარეობა, როდესაც, მიუხედავად მრავალფეროვანი ჩივილებისა, ორგანო დაზიანებული არ არის. სრულიად სხვადასხვა პროფილის ექიმები - თერაპევტები, ნევროლოგები, გინეკოლოგები, ქირურგები და სხვა პეციალისტები - ყოველდღიურად ხვდებიან პაციენტებს, რომელთა ჩივილებიც არა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებასთან, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიასთან არის დაკავშირებული.

არსებული მონაცემების თანახმად, ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში პაციენტთა 25-70%-ს სწორედ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით განპირობებული ჩივილები აქვს. უნდა ითქვას, რომ ცნება "ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია" უპირატესად საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცის სამედიცინო ლიტერატურაში მას უფრო ხშირად ნეიროცირკულატორულ დისტონიად ან ნეიროცირკულატორულ ასთენიად იხსენიებენ, თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურა კი ამ მდგომარეობას სომატოფორმულ ავტონომიურ დისფუნქციას უწოდებს.


ცოტა რამ ისტორიიდან

1867 წელს ექიმმა მაკლინმა პაციენტთა ერთ ნაწილში დამახასიათებელი ჩივილები და გარდამავალი ცვლილებები აღნუსხა და მათ "გაღიზიანებული გული" უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოელთა არმიის ექიმმა და კოსტამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ჯარისკაცს უვლინდებოდა ტიპური სიმპტომოკომპლექსი - ტკივილი გულის არეში, მოთენთილობა, სისუსტე. მოგვიანებით ამ სომპტომოკომპლექსს ექიმის პატივსაცემად და კოსტას სინდრომი უწოდეს. 1918 წელს ამერიკელი სამხედრო ექიმების ჯგუფმა ექიმ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით შემოიღო ტერმინი "ნეიროცირკულატორული ასთენია". ეს ტერმინი გულისხმობდა მდგომარეობას, რომლის დროსაც პაციენტის ჩივილები ფოკუსირებული იყო გულზე. სხვაგვარად, ეს იყო "ნევროზული გულ-სისხლძარღვთა სინდრომი". სადღეისოდ ცალკე ჯგუფად გამოყოფენ სომატოფორმულ მოშლილობებს - დაავადებებს, რომელთა მთავარი ნიშანია პაციენტთა ხშირი ვიზიტი ექიმთან ერთი და იმავე ჩივილებით და ამასთან ერთად სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვლინდება ნორმიდან არავითარი გადახრა და ექიმებიც ერთხმად აღნიშნავენ პათოლოგიის არარსებობას. სწორედ სომატოფორმულ მოშლილობათა ნაირსახეობაა სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია. ამგვარად აღნიშნავენ დღეს მდგომარეობას, რომელსაც ვეგეტონევროზს უწოდებდნენ.


სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია
სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მქონე პაციენტები ჩივილების მიხედვით პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანებით გამოწვეული ზოგადი ნევროზული ჩივილები - გულის ფრიალი, გაძლიერებული გულისცემა, მომატებული ოფლიანობა, კანის სიწითლე, ხელების კანკალი, შიში, შფოთვა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კონკრეტულად არაფერს უჩივიან. მეორე ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ არასპეციფიკური, ცვალებადი ჩივილები მთელი სხეულის ტკივილზე ("ყველაფერი მტკივა"), სიცხის შეგრძნებაზე, მომატებულ დაღლილობაზე, მუცლის შებერვაზე. ჩვეულებრივ, ეს ჩივილები ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს შეესაბამება. სწორედ ასეთი პაციენტების მიმართ იყენებენ ტერმინებს "კარდიონევროზს" ანუ "გულის ნევროზს", და კოსტას სინდრომს, კუჭის ნევროზს, ვაზომოტორულ ნევროზს, გულის რიტმის ფსიქოგენურ დარღვევას და ასე შემდეგ. სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის დროს პაციენტი ისე წარმოგვიდგენს ჩივილებს, რომ შეიძლება მართლაც ვივარაუდოთ ამა თუ იმ ორგანოს დაავადება. ჩვეულებრივ, ეს ეხება იმ სისტემებს, რომელთა ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად ნერვული სისტემის მიერ კონტროლდება. ასეთებია გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და ნაწილობრივ შარდსასქესო სისტემები. დაავადების კლინიკურ სურათს ახასიათებს სიმპტომების ხანგრძლივი,

უწყვეტი არსებობა ან მათი შესუსტება-გაძლიერება. სომატოფორმული ავტონომიური დისფუქციის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჩივილების არსებობისას შესაძლოა დაისვას გულის ნევროზის, და კოსტას სინდრომის, ნეიროცირკულატორული დისტონიის დიაგნოზი. და კოსტას სინდრომის დროს ვითარდება გულის სიჯანსაღით გამოწვეული უეცარი შიში. ამ მდგომარეობას მედიცინაში კარდიოფობიას უწოდებენ. პაციენტი უეცრად გრძნობს ტკივილს გულის არეში და გულის გაჩერების ან ინფარქტით სიკვდილის შიში ეუფლება. ჩივილებს უმეტესად ყოფითი კონფლიქტები, დათრგუნული აგრესია, არსებული სირთულეების შიში აპროვოცირებს. საჭმლის მომნელებელი სისიტემის ზედა ნაწილის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილების დროს საუბარია კუჭის ნევროზის, ფსიქოგენური აეროფაგიის (ჰაერის ჭარბი გადაყლაპვა შემდგომი ამობოყინებით), სლოკინის, დისპეფსიის, პილორუსის სპაზმის შესახებ. საჭმლის მომნელებელი სისიტემის ქვედა ნაწილის დაავადებათა სიმპტომებს იწვევს ფსიქოგენური მეტეორიზმი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ფსიქოგენური ფორმები. ამ უკანასკნელს ახასიათებს უცვლელი ლოკალიზაციისა და ხასიათის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, მეტეორიზმი, ყაბზობა. პაციენტის ყურადღება კონცენტრირებულია ნაწლავებზე, ზოგჯერ თავად, ექიმთან შეუთანხმებლად - და სრულიად უსაფუძვლოდ - იკრძალავს ამა თუ იმ საკვებს. არის შემთხვევები, როცა სიმპტომების გამწვავება ემთხვევა სტრესს, დაძაბულობას. სასუნთქი სისტემის მხრივ საყურადღებოა ფსიქოგენური ხველა და ქოშინი. ხშირად ვითარდება ჰიპერვენტილაციის სინდრომი. მას ახასიათებს გახშირებული და გაღრმავებული სუნთქვა, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობის შეგრძნება, ჩასუნთქვის გაძნელების ან სუნთქვისას ფილტვების არასრული ავსების შეგრძნება, გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება, მშრალი, შემაწუხებელი ხველა, მთქნარების შეტევები. პაციენტი ზედმეტ ყურადღებას იჩენს სუნთქვის, ჰაერის ხარისხის, სუნების მიმართ. მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ფსიქოგენური გახშირებული შარდვა ან ფსიქოგენური შარდვის დარღვევა. პაციენტთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ სიმპტომების აღმოცენებას წინ უძღოდა ფსიქოლოგიური სტრესი ან მნიშვნელოვანი პრობლემები, თუმცა ასეთი კავშირი შესაძლოა არც გამოვლინდეს. სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის საერთო სიმპტომებია:

  • მრავლობითი კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩივილი, რომლებსაც პაციენტი დრამატულად აღწერს;
  • ჩივილების აღმოცენება 30 წლამდე;
  • სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან ხშირი ვიზიტი;
  • სწრაფვა გამოკვლევების, მათ შორის - არცთუ იოლის, ჩატარებისკენ;
  • ჩივილების არსებობა არანაკლებ 2 წლის განმავლობაში;
  • ჩივილების გამომწვევი ცვლილებების არარსებობა;
  • მედიცინისა და ექიმების მიმართ ეჭვიანი დამოკიდებულება;
  • სოციალური და ოჯახური პრობლემები;
  • ჩივილების შეუსაბამობა არსებულ ცვლილებებთან.

გარდა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის სხვადასხვა ფორმას აქვს საერთო ნიშანიც - შფოთვა. ხშირად პაციენტმა იცის, რომ გარკვეულ სიტუაციაში სიმპტომები ისევ იჩენს თავს და შფოთვის შეგრძნება ეუფლება. ასეთი პაციენტები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ კუთხით სარისკო სიტუაციებს. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მაინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილები ქმნის. ტკივილი გულის არეში - კარდიალგია, გულის რიტმის დარღვევა - ექსტრასისტოლური არითმია, კიდურების სიცივე, თავბრუხვევა - ასეთია შემაწუხებელი ჩივილების არასრული ჩამონათვალი. ხშირად ექიმი იძულებულია, გულის დაავადებისა და სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქციით გამოწვეული ჩივილების გასამიჯნად კლინიკური გამოკვლევების მთელი კომპლექსი დაგეგმოს. ზოგჯერ დიაგნოსტიკას ართულებს შფოთვის, პანიკის უეცარი შეტევები, უეცრად თავჩენილი სიკვდილის შიში. პანიკური შეტევები ანუ პაროქსიზმული ვეგეტატიური კრიზი სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვა სიხშირით აღენიშნება. ის შეიძლება დღე-ღამეში რამდენჯერმეც კი აღმოცენდეს. ხშირად იჩენს თავს ღამის საათებში. პაციენტს აუვარდება შემცივნების მსგავსი კანკალი, აღგზნება, უხშირდება გულისცემა, ეწყება თავის ტკივილი, გულმკერდში დისკომფორტის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება და სულხუთვა, ხშირი შარდვა და შეტევის ბოლოს დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება და ხშირი კუჭში გასვლის სურვილი. ასეთი კრიზის შემდეგ პაციენტებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ "სიკვდილის პირას იყვნენ" და არცთუ იშვიათად შეშინებულნი ელიან განმეორებით შეტევას.


რა საფრთხეს გვიქმნის სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის დროს ორგანოები არ არის დაზიანებული და ეს "საშიში" სიმპტომები სულაც არ უქმნის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს. მიუხედავად ამისა, არსებობს საშიშროება, მართლაც საყურადღებო სიმპტომები სათანადოდ არ შეფასდეს და კვლავ "ნევროზს" მიეწეროს. ასე რომ არ მოხდეს, ექიმები გულისყურით აკვირდებიან პაციეტს, ატარებენ განმეორებით გამოკვლევებს, ხოლო თუ პაციენტმა ექიმს პირველად მიმართა ამ სიმპტომებით, ტარდება სრულყოფილი გამოკვლევა, რათა პაციენტის ემოციურმა მდგომარეობამ და მის მიერ ჩივილების აღწერის მანერამ ექიმს დაავადების დიაგნოსტიკაში ხელი არ შეუშალოს და სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მცდარი დიაგნოზი არ დაისვას. ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინაა სავარაუდო, როცა კვლევები არავითარ ცვლილებას არ გამოავლენს. არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ფინანსებისა და დროის გაუმართლებელი ხარჯვა. კიდევ ერთი არასასურველი მომენტია მედიკამენტების, განსაკუთრებით - ტკივილგამაყუჩებლების უკონტროლო მიღება, რამაც სერიოზული გართულებებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.
 

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მკურნალობა
ხშირად პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ხდება ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც არეგულირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს მეტეორიზმს ან აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას, თუმცა ყოველივე ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია, ცხოვრების აქტიური წესი, ნორმალური კვება, თამბაქოზე უარის თქმა.

 

 

თარიღი : 18-10-2014
თამუნია
მე ჯანმრთელობის პარაკლისები, ფსალმუნთა კითხვა მშველის. განსაკუთრებით 27 ეს ნერვული აშლილობებისას იკითხება. და ზიარება შეუცვლელია. მე არ ვუარყოფ გამოჯანმრთელებაში ექიმთა როლსაც, ოღონდ ჯერ დარწმუნდით, რომ ექიმი პროფესიონალია :)
თარიღი : 22-09-2014
ირაკლი ფიფია
ამდენს რომ წერთ ყველაფერი ვქენი თამბაქოს გარდა პირიქით არ ვეწეოდი და დავიწყე ასე უფრო არ მახრჩობს, ბეტა ბლოკატორებმა ცუდად იმოქმედა, ისევ ქსანაქსი მშველის მაგრამ აღარც ეგ მინდა დავლიო დამღალა უკვე, აღიარეთ რომ უძლურები ხართ და ვერ ეხმარებით პაციენტებს თქვენი მორჩენილი კაცი არ მინახია
თარიღი : 28-05-2014
ლიკა
მერე რა !!! მაინც არ მოვკვდები :დ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება, 43% ით გაზრდილია გაფანტული სკლეროზის რისკი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ვლინდება 20-40 წლის ასაკში.
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.