რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კონტუზია და კომოცია
კონტუზია და კომოცია

კონტუზია, მისი მიზეზები და თავისებურებანი კონტუზია ნაჟეჟს ნიშნავს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სხეულის მთელი ზედაპირის ან მისი უდიდესი ნაწილის დაჟეჟვის შედეგად ვითარდება. კონტუზია, ფაქტობრივად, ორგანიზმის საერთო დაშავებაა, შერყევა გარეგანი საფარველის დაუზიანებლად, რბილი ქსოვილების ადგილობრივი დახურული დაზიანება. ორგანიზმის საერთო დაშავება-დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს: ძლიერი მექანიკური ზემოქმედებით (ჰაერის, წყლის ან ბგერითი ტალღის ძლიერი დარტყმით, მაგალითად, ყუმბარის გასკდომის შედეგად), მიწაზე დაცემით ან წყალში ვარდნით.

კონტუზია შესაძლოა წვრილი ქვების ან ქვიშის სხეულზე დაყრის შედეგადაც განვითარდეს ჩამონგრევის ან ჩამოზვავების დროს, წყალქვეშა აფეთქებისას ადამიანის ორგანიზმზე წყლის ტალღის ძლიერმა დარტყმამ გამოიწვიოს და ა. შ. კონტუზიას ახასიათებს გენერალიზებული დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების (გონების) დაკარგვა, რომლის ხანგრძლივობაც კონტუზიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. კონტუზიას ყოველთვის არ ახლავს თან ორგანოებისა და ქსოვილების მექანიკური დაზიანება. მისი ძირითადი სიმპტომი, როგორც უკვე ითქვა, ცნობიერების დაკარგვაა, შესაძლოა კომის განვითარებაც. მსუბუქ შემთხვევებში გონების დაკარგვა რამდენიმე წუთს გრძელდება, საშუალო სიმძიმის კონტუზიის დროს - 1-4 საათს, ხოლო მძიმე შემთხვევებში - დღე-ღამეს, ხშირად - რამდენიმე დღეს და რამდენიმე თვესაც კი. ამასთან, მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა, შარდისა და განავლის უნებლიე გამოყოფა. კონტუზიის დროს დაჟეჟვის ადგილობრივი ნიშნები საერთოდ არ შეინიშნება ან უმნიშვნელოდაა გამოხატული, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს სხეულის სხვა მძიმე ადგილობრივი დაზიანებანი - კიდურების, ნეკნების მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების გახეთქვა, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა. კონტუზიის შედეგი სხვადასხვაგვარია - სმენის, მხედველობის, მეტყველების დროებითი დაკარგვა შემდგომ მათი ნაწილობრივი ან სრული აღდგენით, ფსიქიკური ფუნქციების მძიმე დარღვევები. მძიმე კონტუზიის შედეგებიდან აღსანიშნავია სწრაფი დაღლა, რომელიც დიდხანს გასტანს, ცუდი თვითშეგრძნება, მომატებული გაღიზიანებადობა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები. კონტუზიის შემთხვევაში ცნობიერების დაბრუნების შემდეგ ყოველთვის აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ხშირად - გულისრევა, ღებინება (კვებისგან დამოუკიდებლად), თავბრუხვევა, განსაკუთრებით - თავის მიბრუნება-მობრუნებისას, ამნეზია (მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა), სმენისა და მეტყველების დარღვევა. სმენის განსკუთრებით მძიმე დარღვევები, სრულ დაკარგვამდე, ჩვეულებრივ, შეინიშნება ბაროტრავმის დროს. ამ დროს, როგორც წესი, სმენის დაკარგვა სმენის აპარატის ორგანულ დაზიანებასთან არის დაკავშირებული, სხვა შემთხვევებში კი სმენისა და მეტყველების დარღვევა (ენაბორძიკობა, სიმუნჯე) ფსიქოგენურ ხასიათს ატარებს და არამყარია. სიყრუე და მუტიზმი (მეტყველების სრული შეკავება) სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, 5-6 დღეში გაივლის.
 

თავის ტვინის კონტუზია
განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს თავის ტვინის კონტუზია. მას ახასიათებს როგორც ზოგადი (გონების დაკარგვა, სუნთქვის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა), ასევე ტვინის ქსოვილის დაზიანებული კერების ლოკალიზაციასთან დაკავშირებული დარღვევები. თუ კონტუზიური კერა თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს ცენტრალური ხვეულის წინა და უკანა არეში მდებარეობს, აღინიშნება მგრძნობელობის მოშლა, პარეზები. მარცხენა შუბლის ან საფეთქლის წილის დაჟეჟილობის დროს ხშირად ვითარდება მეტყველების დარღვევა. თავის ტვინის კონტუზიას შესაძლოა თან ახლდეს სისხლჩაქცევა ან ტვინის ქსოვილის მიჭყლეტა ტვინის სისხლძარღვებიდან გადმოღვრილი სისხლით. თავის ტვინის კონტუზიის გამო მოგვიანებით ზოგჯერ ეპილეფსიური გულყრები ვითარდება. თავის ტვინის კონტუზიის დროს გამოხატული სიმპტომები თავის ტვინის

შერყევის ანალოგიურია. ხშირია სისხლდენა ცხვირიდან და ყურიდან, ვითარდება სიყრუე და მუტიზმი. ყველა ეს ცვლილება შექცევადია, თუმცა ამ შექცევადობის დრო და ვადები განსხვავებულია ანუ სხვადასხვა პაციენტში, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებისა და კონტუზიის სიმძიმის მიხედვით, დარღვევათა აღდგენა სხვადასხვა ვადაში ხდება. ჰაერის ტალღით გამოწვეული კონტუზიის დროს, ისევე როგორც ტვინის შერყევისას, ხშირად იჩენს თავს მწვავე და მძიმე ფსიქიკური დარღვევები, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა. ზოგჯერ დიდხანს რჩება ვეგეტატიური დარღვევები - მომატებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, ძილიანობა, ხელის მტევნების სილურჯე, პერიოდულად თავის ტვინისაკენ სისხლის აუტანელი მოწოლა და სხვა.


თვალების კონტუზია
თვალის კაკლების კონტუზია ორგვარია - პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი კონტუზიის მიზეზი თვალის კაკალზე მსხვილი საგნის, მაგალითად მუშტის, ბურთის დარტყმაა, ან კიდევ შეშის ჩეხვის დროს დიდი ნაფოტის მოხვედრა. არაპირდაპირი კონტუზია მიიღება მაგალითად, ვარდნისას, მთელი სხეულის შერყევისას. დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე, ასევე მატრავმირებელი სხეულის მასასა და მოძრაობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით ვითარდება სხვადასხვა სახის ცვლილებები, ქუთუთოების სიღრმეში უმნიშვნელო სისხლჩაქცევით დაწყებული, თვალის მძიმე დაზიანებებით, მათ შორის თვალის კაკლის გახეთქვით დამთავრებული. პირდაპირი ძლიერი დარტყმა თვალის არეში იწვევს ყველა სტრუქტურის უკან ცდომას მოკლე ხნით, მაგრამ ვინაიდან თვალის კაკალი დახშული, სითხით ამოვსებული სტრუქტურაა, აღნიშნული ცდომის შედეგად თვალის კაკლის ფიბროზული კაფსულა მკვეთრად იწელება.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება, 43% ით გაზრდილია გაფანტული სკლეროზის რისკი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ვლინდება 20-40 წლის ასაკში.
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.