რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვლის ტვინის გადანერგვამ უშველა
გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვლის ტვინის გადანერგვამ უშველა
დიდი ბრიტანეთის სპეციალისტები სამედიცინო საზოგადოებას გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში სრულიად ახალ მიდგომას სთავაზობენ. ახალი მეთოდი გულისხმობს ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვას. ამ მეთოდმა უკვე რამდენიმე პაციენტი იხსნა. უფრო კონკრეტულად, დაავადების პროგრესირება შეჩერდა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პაციენტების დიდი ნაწილი დღეს უკვე თავის ფეხით გადაადგილდება.

თავიდან პაციენტი გადის ღეროვანი უჯრედების აღების პროცედურას, შემდეგ მას ქიმიოთერაპიულ კურსს უტარებენ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. ამის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ღეროვანი უჯრედები და პაციენტის იმუნური სისტემა დაახლოებით ერთ თვეში სრულფასოვან ფუნქციობას
You must have Flash Player installed in order to see this player.
იწყებს.

ახალი მეთოდით მკურნალობა ჩატარდა ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალსა და შეფილდის ჰალამპშირის სამეფო კლინიკაში. როგორც პაციენტები აღნიშნავენ, გაუმჯობესება მათ გადანერგვიდან მალევე შენიშნეს. ისინი დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვის წყალობით საბოლოოდ დაემშვიდობნენ დაავადებას.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე სტივენ სტორი მორბენალი გახლავთ. გაფანტული სკლეროზის გამო მისი სხეული მთლიანად პარალიზებული იყო. როგორც მოხალისე აცხადებს, ძვლის ტვინის გადანერგვიდან უკვე მე-9 დღეს მან თითების მოძრაობა შეძლო, ოპერაციიდან 10 თვეში კი ერთი მილი გაცურა. ბედნიერი პაციენტი მომავალში სირბილსა და ველორბოლასაც გეგმავს.

პროფესორი ბეზილ შარაკი აღნიშნავს, რომ მისი და კოლეგების მიერ შემუშავებული მკურნალობის ეს მეთოდი გაფანტული სკლეროზის პირველი ეფექტური თერაპიაა. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მეთოდის გამოცდა დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო.

თინათინ გოცაძე

გაფანტული სკლეროზი
თარიღი : 17-02-2016
გამარჯობათ
დძვირი ჯდება ეგ ოპერაცია
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.