გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვლის ტვინის გადანერგვამ უშველა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვლის ტვინის გადანერგვამ უშველა

ახალი მეთოდი გულისხმობს ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვას. ამ მეთოდმა უკვე რამდენიმე პაციენტი იხსნა. უფრო კონკრეტულად, დაავადების პროგრესირება შეჩერდა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პაციენტების დიდი ნაწილი დღეს უკვე თავის ფეხით გადაადგილდება.

თავიდან პაციენტი გადის ღეროვანი უჯრედების აღების პროცედურას, შემდეგ მას ქიმიოთერაპიულ კურსს უტარებენ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. ამის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ღეროვანი უჯრედები და პაციენტის იმუნური სისტემა დაახლოებით ერთ თვეში სრულფასოვან ფუნქციობას იწყებს.

ახალი მეთოდით მკურნალობა ჩატარდა ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალსა და შეფილდის ჰალამპშირის სამეფო კლინიკაში. როგორც პაციენტები აღნიშნავენ, გაუმჯობესება მათ გადანერგვიდან მალევე შენიშნეს. ისინი დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვის წყალობით საბოლოოდ დაემშვიდობნენ დაავადებას.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე სტივენ სტორი მორბენალი გახლავთ. გაფანტული სკლეროზის გამო მისი სხეული მთლიანად პარალიზებული იყო. როგორც მოხალისე აცხადებს, ძვლის ტვინის გადანერგვიდან უკვე მე-9 დღეს მან თითების მოძრაობა შეძლო, ოპერაციიდან 10 თვეში კი ერთი მილი გაცურა. ბედნიერი პაციენტი მომავალში სირბილსა და ველორბოლასაც გეგმავს.

პროფესორი ბეზილ შარაკი აღნიშნავს, რომ მისი და კოლეგების მიერ შემუშავებული მკურნალობის ეს მეთოდი გაფანტული სკლეროზის პირველი ეფექტური თერაპიაა. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მეთოდის გამოცდა დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო.

თინათინ გოცაძე

გაფანტული სკლეროზი