რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ქალის ტვინი მამაკაცისაზე უფრო აქტიურია
ქალის ტვინი მამაკაცისაზე უფრო აქტიურია
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები. მამაკაცებში კი უფრო
აქტიური იყო მხედველობის ზონები და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი უბნები.

კვლევაში მონაწილეობდა 119 ჯანმრთელი მოხალისე და 26 683 ადამიანი სხვადასხვა მოშლილობით (შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი) მკვლევარები ეძებდნენ მამაკაცისა და ქალის ტვინს შორის სხვაობას.

სპეციალისები აფასებდნენ ტვინის 128 მიდამოს აქტიურობას ჩვეულებრივ მდგომარეობასა და კონცენტრაციასთან დაკავშირებული დავალების შესრულების პროცესში. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ქალებში უფრო გაძლიერებული იყო სისხლის მოდინება პრეფრონტალური ქერქისკენ (რომელიც პასუხისმგებელია თვითკონტოლზე, ემპათიზე, ინტუიციასა და სხვა ფუნქციებზე) და ემოციასთან დაკავშირებული ლიმბური სისტემისკენ.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება, 43% ით გაზრდილია გაფანტული სკლეროზის რისკი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ვლინდება 20-40 წლის ასაკში.
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.