რა ასაკიდან იწყება დაბერება
წლიდან შეიძლება შევამჩნიოთ და რომ ადამიანმა 25 წლის ასაკიდან ინტესიურად უნდა გაზარდოს ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. ამ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც საფუძვლიანად შეისწავლეს კანის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების, კბილების, სისხლძარღვებისა და მხედველობის მდგომარეობა სხვადასხვა ასაკის პირებთან.
ამჯერად კი, ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს კიდევ ერთი ასაკი, რომლიდანაც იწყება დაბერება. მათი აზრით, ეს ასაკი 39 წელია, რადგან ამ პერიოდიდან იწყება გონებრივი და ფიზიკური აქტივობის "ჩაქრობა". ამ ასაკში ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვნად მცირდება მიელინის (ნერვულ უჯრედთა დამცავი ნივთიერების) გამომუშავება, შესაბამისად, მეცნიერების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ორგანიზმში მიელინის დონის შემანარჩუნებელი საშუალებების (პრეპარატების) შექმნა-შემუშავება, რათა ხელი შეეშალოს დაბერების პროცესს.
თინათინ გოცაძე