რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ორცხობილა და კვების სხვა მშრალი პროდუქტი შეიძლება უამრავი ბაქტერიის თავშესაფარი იყოს
ორცხობილა და კვების სხვა მშრალი პროდუქტი შეიძლება უამრავი ბაქტერიის თავშესაფარი იყოს
ბიოლოგებმა არასასიამოვნო დასკვნა გააკეთეს: საშიშ, სალმონელას მსგავს პათოგენებს შეუძლიათ მშვიდად გაძლონ ორცხობილასა და კრეკერებში მინიმუმ ნახევარი წელი.   მიჩნეულია, რომ კვების მშრალი პროდუქტების დაბინძურება ბაქტერიებით ნაკლებად ხდება, თუმცა, ექსპერტების აზრით, აღნიშნული პროდუქტებით შეიძლება კვებითი მოწამვლის განვითარება.
სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელ
დროს იმატა, სწორედ, კვების მშრალი პროდუქტებით გამოწვეულმა მოწამვლების რიცხვმა. პათოგენებს ამგვარ პროდუქტებში დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ გაძლონ.
გამოიკვლიეს სითხის დაბალი შემცველობის საკვებიდან გამოყოფილი სალმონელას ხუთი ტიპი. აღებული მასალები მოათავსეს ოთხი ტიპის შემავსებელში- ყველისა და არაქისის შემავსებლები კრეკერებისთვის, ვანილისა და შოკოლადის ორცხობილისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ პროდუქტების ანალიზმა აჩვენა, რომ ცალკეულ შემთხვევაში პათოგენი ცხოველმყოფელობას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა, რამაც სპეციალისტების გაკვირვება გამოიწვია.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი აწესრიგებს ძილს და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრიფტოფანით (შეუცვლელი ამინომაჟავა) მდიდარი პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, ნაწლავებისთვის სასარგებლოა.
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
ზოგიერთს დეფეკაციის პროცესში თვალებიდან ცრემლები მოდის. ასეთი რეაქცია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის არაკორექტული მუშაობითაა განპირობებული:
1. მაკარონი კეტჩუპითა და ყველით- პომიდორი მჟავე პროდუქტია და მისი შერევა სახამებლის ნახშირწყლებთან (მაკარონის ნაწარმი) ნიშნავს, რომ ზიანი მივაყენოთ საკვების მონელებას. ასევე არაა რეკომენდებული მაკარონი გახეხილ ყველთან ერთად, რადგანაც ასეთი რთული ერთობლიობა იწვევს სიმძიმის გრძნობას.
ცნობილია, რომ ცხოველური ფერმენტების სისტემატურად მიღება არასასურველია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას წყვეტს, მცენარეული ფერმენტები კი, პირიქით, ასტიმულირებს ორგანიზმში ფერმენტების წარმოქმნას.
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.