გასტრიტისა და ენტეროკოლიტის დროს რეკომენდებული რეცეპტები
გასტრიტი კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. გასტრიტით არის დაავადებული მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ენტეროკოლიტი კი წვრილი ნაწლავისა და კოლინჯის ერთდროული ანთებაა.
გთავაზობთ გასტრიტისა და ენტეროკოლიტის დროს რეკომენდებულ ფიტორეცეპტებს:
1. აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის წვრილად დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 საათი, შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამის წინ.
2. აიღეთ 3 ცალი ვაშლი, კარგად გარეცხეთ და კანიანად დაჭერით მცირე ნაწილებად, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 2-3 ჩაის ჭიქა, თბილი სახით.
თინათინ გოცაძე