საბავშვო ბაღში 11 ბავშვი მოიწამლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბავშვო ბაღში 11 ბავშვი მოიწამლა

ექიმის განმარტებით, პაციენტები საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით შევიდნენ.ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, ტორტით მოიწამლნენ.ზესტაფონის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის, ზოია ლელაძის განცხადებით, ყველა ბავშვი უკვე სახლში გაწერეს და მათ დიეტური კვების რეჟიმი დაენიშნათ. მისივე თქმით, ბავშვების მოწამვლა ერთ-ერთი მშობლის მიერ მიტანილმა ნამცხვარმა გამოიწვია.

"მშობელმა ნამცხვარი მიიტანა და აღსაზრდელებმა მიირთვეს. ვაფრთხილებთ მშობლებს, რომ არ შემოიტანონ საჭმელი გარედან, მაგრამ არიან ურჩი მშობლები", - აღნიშნა ზოია ლელაძემ. მისი თქმით, სოფელ ილემის ბაღში სწავლის პროცესი 23 ოქტომბერს განახლდება.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მმართველი, ზოია ლელაძე განმარტავს, რომ გამოძიებაში, როგორც ზესტაფონის საგამოძიებო ორგანო, ასევე სურსათის უვნებლობის სამსახური ჩაერთო. პარალელურად მუნიციპალიტეტის დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს საქმის წარმოებას. თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ საკვები შინაგანაწესის დარღვევით მოხვდა ბაღში, გამგე და აღმზრდელი საყვედურს მიიღებენ.ზოია ლელაძის განმარტებით, ჯერ მხოლოდ ეჭვი არსებობს, რომ მოწამვლა საკონდიტრო ნაწარმით მოხდა.

ილემის საბავშვო ბაღში 20 აღსაზრდელია. შემთხვევის დღეს ბაღში 16 იმყოფებოდა. თამარ ნეფარიძე